განხილვა:პაატა ცნობილაძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 წასაშლელია გუგლმა არაფერი მომცა ამ პიროვნების შესახებ, მხოლოდ რომელიღაც სააგანტოს ჟურნალისტი ამომიგდო ამ გვარ-სახელით. --მიხეილ (მიწერა) 14:06, 7 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამოიღეთ ხმა ხალხნო და ჯამაათნო. --მიხეილ (მიწერა) 18:45, 7 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მაცლი, რო? რედაქტირების კონფლიქტში მოვხვდი. [1] - ეს პიროვნებაა? დაველოდოთ, თუ მიუთითა სანდო წყაროები დავტოვოთ, თუ არა წაიშალოს. ნეტა ჩვენს იურისტებს თუ გაუგონიათ?--ცანგალა () 18:49, 7 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

 წასაშლელია თუკი არ მიეთითება ლიტერატურა ან რესურსები ინტერნეტში მაინც--Otogi განხილვაწვლილი 18:51, 7 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

პაატა ცნობილაძე[წყაროს რედაქტირება]

შედით იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე და ნახეთ, http://worldjurist.net/about/board-of-governors/

ეგ არის ყველაზე საინტერესო, რომ ეს ადამიანი, რომელიც 21 წლის უკვე დეკანის მოადგილე იყო და იურისპრუდენციაში (კერძოდ კონსტიტუციონალიზმის კუთხით) არის ერთ-ერთი გამოცდილი მეცნიერი არავინ არ იცის, ის არასდროს არ იყო დაკავებული თვითრეკლამით და ყოველთვის თავის საქმეს აკეთებდა პატიოსნად.

მან საქართველოს სახელი გააცნო მსოფლიოს თავისი მოღვაწეობით.

ამიტომ გადავწყვიტე მე, მისმა ყოფილმა სტუდენტმა, რომ დამედო მასზე ის ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იქნება.
გასაგებია, იქნებ მიგვითითოთ საიტები, სადაც მასზე წერენ, ან გამოცემები მისი ავტორობით. --მიხეილ (მიწერა) 19:25, 7 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

პაატა ცნობილაძე საქართველოს კონსტიტუციური სამართალი ორ ტომად თბილისი 2004 გამომცემლობა "უნივერსალი"

ნახეთ ამ კვირის ასავალ-დასავალი 22 გვერდზე

მე პირველად ვარ, უფრო სწორად კარგად ვერ ვერკვევი ვიკიპედიით და ძალიან მიჭირს უცბად გარკვევა რა როგორ უნდა გავაკეთო.

ასავალი.გე 22 გვერდი

გასაგებია, მაგრამ სანამ სტატიას სრულყოფილი სახე არ მიეცემა, გთხოვთ ნუ იღებთ თარგებს! --მიხეილ (მიწერა) 19:46, 7 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

[2] [3] [4] [5]

ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ, მე ეგეც არ ვიცი რას ნიშნავს თარგი და თუ თქვენთვის ძნელი არ არის იქნებ დამეხმაროთ, რომ ამ ადამიანზე გაჩნდეს ინფორმაცია ინტერნეტში, უფრო ადვილად მოსაძებნი რომ იყოს მისი პიროვნების მოღვაწეობა და შემოქმედების შესახებ. პატივისცემით ზაზა ჩერქეზიშვილი

გთხოვთ ხვალამდე მოითმინოთ, რედაქტორთა შორის გვყავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და ჩვენზე უკეთ ისინი გამართავენ სტატიას :) --მიხეილ (მიწერა) 19:58, 7 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გამომდინარე იქიდან, რომ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ, პაატა ცნობილაძის სახელი ნამდვილად არაერთხელ გამიგია. მისი წიგნებითაც ვსწავლობდი და ამ წიგნებს ხშირად ვიყენებ ვიკიპედიაშიც ვიღიმი რა თქმა უნდა, მის სამეცნიერო მოღვაწეობაზეც მსმენია, მაგრამ მის არასამეცნიერო საქმიანობის შესახებ ნამდვილად არ ვიცი არაფერი (ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი საერთოდ არ მოღვაწეობს ან უცნობია). „მან საქართველოს სახელი გააცნო მსოფლიოს თავისი მოღვაწეობით“ — ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ სტატია არ უნდა წაიშალოს და მას უნდა მიეცეს ვიკიპედიისათვის დამაკმაყოფილებელი სახე. მე მომხრე ვარ იმისა, რომ სტატია არ წაიშალოს და, ამის მაგივრად, დაიხვეწოს. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:02, 8 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, რა მონაცემებიც გვაქვს, ის დავხვეწოთ. --მიხეილ (მიწერა) 15:05, 8 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხო, მონაცემები საჭიროა, რათა სტატია დაიხვეწოს. იქნებ ავტორს ჰქონდეს რაიმე წყარო, გარდა საიტისა. თუმცა ეს უკანასკნელიც გამოდგება. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:07, 8 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ცნობისთვის: ამ (მითითებულთა შორის ბოლო) საიტზე შესვლისას ჩემი ESET Smart Security ვირუსის სახელწოდებით ScrInject.B.Gen დროებით ფაილში ჩაგდებას მიჩვენებს, შლის მას, და საიტს ხსნის.— G.G. 15:32, 8 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]