განხილვა:მოქცევაჲ ქართლისაჲ

Page contents not supported in other languages.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სატაურში ვიყენებთ მგავს ასონიშნებს? --ჯაბა ლაბა 16:18, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი[უპასუხე]

რა წინადადება გაქვს? სხვა სახელით იხსენიება რომელიმე აკადემიურ წყაროში? --Ouzo განხილვაწვლილი 16:32, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი[უპასუხე]

წინადადება ჯერ არ მაქვს უბრალოდ თუ ვიყენებთ მსგავს სახელებს ეს მაინტერესებდა. --ჯაბა ლაბა 16:35, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი[უპასუხე]

რაც მე ვნახე ეს ერთადერთი შემთხვევაა. შეიძლება გამონაკლისები დავუშვათ ამ და კიდევ რამდენიმე შემთხვევისთვის, მაგ. ქებაჲ ქართულისა ენისაჲ ან ქებაჲ და დიდებაჲ. ძიებაში მოქცევა-ს რომ ჩაწერ მაინც მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ამოგიგდებს.--Ouzo განხილვაწვლილი 16:54, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ოკ. ახლა მეც ვნახე წიგნში (საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ. 2008) და აქაც ამ სათაურითაა მოხსენიებული. --ჯაბა ლაბა 16:56, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ დადგენილება №3, იოტიზაცია. — G.G. 18:39, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვნახე. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ → შუშანიკის წამება - აქ არმარტო იოტიზაციის პრობლემაა გადაჭრილი, არამედ სატაურის სიგრძისაც. იგივე ეხება ნებისმიერი ქართული აგიოგრაფიული თხზულების სათაურს. სამეცნიერო ლიტერატურაში მოქცევაჲ ქართლისაჲ-საც ამოკლებენ ხანდახან, მაგრამ ასე: "მოქცევაჲ" და ქებაჲ და დიდებაჲ-საც ასე: ქებაჲ. ასე რომ იოტის პრობლემა ამ შემთხვევაში მაინც რჩება. ამ ფორმით: "მოქცევაი ქართლისაი" და "ქებაი" მხოლოდ არაპროფესიონალი დილეტანტები თუ წერენ. ასე, რომ ყველა წესს აქვს თავისი გამონაკლისი და მაგ დადგენილებაში შეიძლება ესეც გავითვალისწინოთ. --Ouzo განხილვაწვლილი 18:49, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მართალია. შუშანიკის წამების შემთხვევაში საქმე მარტივადაა, ახალი სახელიც აქვს ამ ნაწარმოებს და მეტყველებაში დამკვიდრებულიცაა. მოქცევაჲს შემთხვევაში, ახალი სახელი არ გვაქვს. ისიც მართალია, რომ იოტას ინით შეცვლა დილეტანტების ნაშრომებს ახასიათებს, შედარებით პროფესიონალები თავიანთ ნაშრომებში ან ტოვებენ იოტას, ან კიდევ საერთოდ აშორებენ. ამ შემთხვევაში, მოქცევა ქართლისა საოცრად ცუდად ჟღერს. მეც მგონია, რომ გამონაკლისი დასაშვებია ამ შემთხვევაში (ნებისმიერი სამართლის სისტემა აღიარებს პრინციპს: კანონი, რომელიც გამონაკლისს არ ითვალისწინებს, უსამართლოა). Deu. 12:12, 29 აპრილი 2013 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ხელნაწერთა გაერთიანება[წყაროს რედაქტირება]

სექციის სათაური - "ხელნაწერთა გაერთიანება" - რას ნიშნავს? --95.49.170.99 19:06, 1 მარტი 2015 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მოხსენით რა ეს სათაური. აბსოლუტურად უაზროა, გაურკვეველია რა ხელნაწერთა გაერთიანებაზეა ლაპარაკი. --95.49.170.99 00:55, 2 მარტი 2015 (UTC)პასუხი[უპასუხე]