განხილვა:მედეა (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რჩეული სტატია მედეა (მითოლოგია) არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასდა, როგორც ვიკიპედიელთა მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სტატია. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (27 თებერვალი, 2010).

განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს თუ მედეამ დახოცა შვილები???Zangala 14:13, 7 ივნისი 2006 (UTC)

მეც იგივე შეკითხვა გამიჩნდა, ლეგენდის თანახმად მედეამ თავად დახოცა შვილები ქმრის ღალატით განრისხებულმა. მაგრამ ამაზე რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი აზრი არსებობს.... Alsandro 14:52, 7 ივნისი 2006 (UTC)
ok, შესწორება, მედეა საკუთარ შვილებს ჰკლავს ევრიპიდეს ტრაგედიაში, თავად მითის მიხედვით კი ისეა, როგორც ამ სტატიაში სწერია (ინგლისური ვარიანტის მიხედვით). Alsandro 14:58, 7 ივნისი 2006 (UTC)

ლეგენდის თანახმად კორინთოს მოსახლეებმა ეს სირცხვილი (საკურთხეველთან ბავშვების მკვლელობა), იმით გამოისყიდეს, რომ ევრიპიდეს ფული გადაუხადეს, რომლის პიესაშიც მან მედეას ბავშვები საკუთარი ხელით დაახოცინა. რამდენად მართალია ერთი ან მეორე არ ვიცი, ლეგენდა რომ არსებობს ეს ფაქტია--linguistus 16:43, 7 ივნისი 2006 (UTC)

(((( რად უნდა საცოლე-ზე აქ ბმული? და მითი-ზე რა კონტექსტში გაკეთდა ბმული? :(((( --გიგა 20:21, 29 ოქტომბერი 2007 (UTC)

ლეგენდის თანახმად, მედეას შვილები არ დაუხოცავს, კორინთელებმა დაუხოცეს, ევრიპიდეს ტრაგედია კი სწორედ ლეგენდაზეა დამყარებული, თუმცა, სახეცვლილი. თუკი ვიცით, რომ ლეგენდა ტრაგედიაზე ძველია და ლეგენდაში ქალი თავად არ ხოცავს საკუთარ შვილებს და ეს საზარელი ბრალდება მერე ჩნდება (თითქმის ათი საუკუნის შემდეგ მომხდარიდან), მაშინ პოლემიკა რაღად უნდა ამას??? მედეა კი არა, კორინთელები ხოცავენ მის ვაჟებს, მგონი სტიატიაშიც გარკვევით არის დაწერილი ყველაფერი--Leovizza 19:52, 1 მარტი 2009 (UTC)