განხილვა:მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსგავს რედაქტირებებს გამართლება არ აქვს. გთხოვ თავი შეიკავო მსგავსი კატეგორიების შექმნისაგან. მე მგონი უკვე ზედმეტად შეიჭერი როლებში და დროა შეჩერდე. აკეთე სოფლებზე რამდენიც გინდა არავის აქვს პრეტენზია. აი აქ კი ზედმეტია შენი ცვლილებები, რადგან რეალურად ზედმეტია აღნიშნული კატეგორია.--Wiki - ჯაბა 20:49, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: ვიკიპედია:ფორუმი/რეესტრი FR6 კატეგორიების შესახებ „სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში“. გადაწყვეტილებაში გამონაკლისი არ გვაქვს. ამ წესს რატომ ვარღვევთ? როლებში კი არ შევიჭერი არამედ წესს არ ვარღვებ. ასეთი ტონით შეწყვიტე საუბარი. ცანგალა 20:54, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეგ ტექსტი დავიზეპირეთ უკვე რეზიუმეში თუ განხილვებში ბევრგან წერ. მაგ წესს კი არა ზოგადად კატეგორიის შემქნის წესს არღვევ. წერ კატეგორიაში მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშები მხოლოდ ერთი დროშა შეგყავს. და რეალურად დიდი ალბათობით დიდი ხნის მანძლზე სხვა დროშა არ იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ ზედმეტია მსგავსი კატეგორია. --Wiki - ჯაბა 20:57, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირებების ომში არ აგყვები, მაგრამ აქვე გირჩევ უნდა შექმნა ისეთი კატეგორია, რომელიც გააერთიანებს მარტვილის დროშასაც და გერბსაც, მერე ამას უნდა ჩაუსვა მხარის კატეგორია და ბოლოს ქვეყნის. ეს რასაც ახლა აკეთებ ამ ფორმატით მიუღებელია. --Wiki - ჯაბა 21:05, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ასწავლე ვიკი-სკოლის ბავშვებს, შეცდომებით რომ არის ავსებული ვიკიპედია. სსრკ რომ დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა ესეც არავინ იცოდა. რაიონი, რომ მუნიციპალიტეტი გახდა, საკრებულო თემი ესეც არავინ იცოდა. მარტვილის მუნიციპალიტეტში რა მოხდება ესეც არავინ იცის (მითუმეტეს შენ ნამდვილად არ გეცოდინება). ისე მარტვილის ძველი დროშები არ არსებობდა? უბრალოდ ვიკიში არ გვიწერია. ჩაატარე კენჭისყრა და შევცვალოთ წესი. რაც კარგად გამოგდის (კენჭისყრისთვის იმედია ბავშვები უკვე მზად არიან). @David1010:, @Melberg:, @გიო ოქრო:, @MIKHEIL: — ერთი გამაგებინეთ ეს წესი როგორ მოქმედებს. ზოგან კი და ზოგან არა (გამონაკლისი წესში არ გვიწერია). რატომ წყვიტავს მომხმარებელი:Jaba1977 ერთპიროვნულად და რატომ არღვევს წესს? --ცანგალა 21:15, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი არც წაგიკითხავს რაც დაგიწერე. გაფრთხილებ თემას ნუ უხვევ და გაიაზრე ის რაც გითხარი. წესს ვარღვევ კი არა შენგან მოვითხოვ დაიცვა. გასაგებად გითხარი და შენთან საუბარს აღარ ვაპირებ და თითის გაშვერისა და ცრუ ბრალდებების ნაცვლად სჯობს კონსტრუქციული იყო. --Wiki - ჯაბა 21:20, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. შენს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ამ წუთასაც ვშლი და ვიკის ვასუფთავებ. --Wiki - ჯაბა 21:21, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

„სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში“ — ეს არის წესი (იმედია არ ვცდები). წვრილი, ქვედა დონის კატეგორია — ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი (ალბათ ამაში დამეთანხმება საზოგადოება). უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორია — საქართველო (ალბათ ამაში დამეთანხმება საზოგადოება). რადგანაც მუნიციპალიტეტში ერთი დროშაა ამის გამო უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორია რატომ უნდა ჩაიწეროს? ასე თემებიც არის, სადაც მხოლოდ ერთი სოფელია. --ცანგალა 21:31, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
რადგან მოვინიშნე, დავწერ: „ერთი გამაგებინეთ ეს წესი როგორ მოქმედებს“ — როგორ და, როგორც გადაწყვიტეს, მხარი დაუჭირეს და გაწერეს, ანუ აბდა-უბდად. არანაირი მითითება-დაკონკრეტება არ ყოფილა. შესაბამისად, ვისაც როგორ უნდა ისე წერს. ამ ქაოსში მე წვლილი არ მიმიძღვის; პასუხისმგებლობა წესის შემომღებებს აქვთ. როგორც გააფუჭეს, ისე გააკეთონ. ნახვამდის. გიო ოქრო 21:49, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
აქვე დავამატებ ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში უნდა ვცეთ პატივი იმ მომხმარებლებს ვისაც ძალით მიაღებინეს კენჭისყრაში მონაწილეობა (ვგულისხმობ არა აქტიურ მომხმარებლებს — ესეც კარგად იცის საზოგადოებამ) და მათი ხმის უმრავლესობით (14 მომხმარებელი) იქნა მიღებული ეს წესი. --ცანგალა 21:56, 27 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშები და სხვა მსგავსი არის უბრალოდ აბსურდული კატეგორიები. ასეთი სტატიების ყველაზე წვრილი კატეგორია შეიძლება იყოს საქართველოს დასახლებული პუნქტების დროშები ან მაგ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა (სიმბოლოები). აქვე გეტყვით, რომ იქნებ შეძლოთ და ერთმანეთს ადამიანურად, შეურაცხყოფის გარეშე ესაუბროთ და პირადი დაპირისპირება ვიკიპედიაშიც არ შემოიტანოთ. იმედია ამ ბოლო ნაწილს გაითვალისწინებთ და ორივეს იძულებითი დასვენება არ მოგიწევთ. მადლობა ყურადღებისათვის.--დათო1010 17:52, 28 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
მარტვილის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა (სიმბოლოები) — ეს მისაღებია. რომელი გაკეთდეს? დასვენების სურვილი მე პირადად არ მაქვს. David1010, ცუდი არ იქნება თუ კენჭისყრას გადავხედავთ და შედეგს დავხვეწავთ. --ცანგალა 18:06, 28 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]