განხილვა:მაკედონია (რომის პროვინცია)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „მაკედონიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ამ თარგის ამ სტატიაში არსებობას ვეწინააღმდეგები, ვინაიდან რომის მაკედონია არაფრით (არც კულტურით, არც ძირითადად მდებარეობით) არ უკავშირდება რესპუბლიკა მაკედონიას. მხოლოდ მცირე ნაწილი თანამედროვე მაკედონიისა არის რომის მაკედონიასთან თანამკვეთი. ეს თარგია თვითონ შესაცვლელი — უნდა მოიცავდეს რესპუბლიკა მაკედონიასთან დაკავშირებულ თემებს და არა ბერძნულ მაკედონიასთან დაკავშირებულს, რომელიც არაა კავშირში რესპუბლიკასთან. Deu. 12:39, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატია მუშავდება, რა თქმა უნდა, მაგრამ იმედია დამუშავება ისე არ წავა, რომ ყველაფერი წარმოჩინდეს, როგორც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ისტორია. ეს სტატია უფრო საბერძნეთის ისტორიაა, ვიდრე ამ სახელმწიფოსი. ეს იმედია აისახება სტატიაში. Deu. 12:41, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაკედონიის ისტორიის ნაწილი არ არის ეს პროვინცია?--შოთა [UT] 12:50, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაკედონია, როგორც გეოგრაფიული და კულტურული რეგიონი, ძირითადად საბერძნეთშია დღეს. მაკედონიის რესპუბლიკას მხოლოდ მცირე ნაწილი ეკუთვნის ისტორიული მაკედონიისა. ეს იგივეა, აზერბაიჯანმა რომ კახეთი დაირქვას: ამ შემთხვევაში კახეთის სამეფო იქნება საქართველოს ისტორიის ნაწილი და არა აზერბაიჯანისა, მიუხედავად მისი სახელწოდებისა და მცირე მიწებისა, რომელიც ოდესღაც კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა. Deu. 12:54, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, ამოვიღებ თარგს ვიღიმი--შოთა [UT] 12:57, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
არის ვარიანტი, რომ საბერძნეთის თარგი ჩასვა პირველ ადგილას, მეორეზე მაკედონიის; ასევე კატეგორიაც. მაინც რაღაც ნაწილი არის ისტორიული მაკედონიისა თანამედროვე მაკედონიაში. Deu. 13:11, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

არ არის ცუდი აზრი, მაგრამ თარგი:საბერძნეთის თემები არ გვაქვს--შოთა [UT] 13:20, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ჯობია ამოვშალოთ, არაფერი დაშავდება. Deu. 13:39, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჯერ თარგი:რომის პროვინციები რომ ჩავსვა და შემდეგ თარგი:მაკედონიის თემები? ვიღიმი--შოთა [UT] 13:43, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

სულ ამოიღე ეს მაკედონიის თემები. თუ საბერძნეთზეც არ იქნება გამახვილებული ყურადღება, მარტო მაკედონიის დატოვება იქნება ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევა. Deu. 15:39, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა საბერძნეთის თარგი ორივე ჩაისვა სტატიაში ვიღიმი--შოთა [UT] 16:02, 16 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]