განხილვა:კურზუ

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩემი აზრით, საქართველოს სოფლების სტატიებს არ სჭირდებათ იმის მითითება, რომ ეს სოფელი საქართველოშია. ვფიქრობ, უპრიანი იქნება დაგვეწყო პირველ რიგში მუნიციპალიტეტის მითითებით, როგორც მრავალგან გვაქვს. მაგ: კურზუ — სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში... --მიხეილ მიწერა 21:48, 21 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ არ გვჭირდება ამის მითითება, მაგრამ ვთქვათ უცხოელი ნახულობს სტატიას? ალბათ ჩაწერს რომელიმე ლექსიკონში და სრულად გადათარგმნის... რავი, პრობლემად არ ვთვლი, რომ იყოს... თან ისედაც მცირე ზომის სტატიებს უფრო შევამცირებთ მაგით... — GIO→13 21:38, 29 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

და რა პრობლემას ქმნის რომ ეწეროს საქართველო? --ჯაბა ლაბაძე 03:20, 30 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა არანაირი, უბრალოდ გადავხედე სტატიათა უმრავლესობას სოფლებზე და იქ არ ვწერთ საქართველოს. --მიხეილ მიწერა 06:23, 30 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი, ადრე არ ვწერდით, მაგრამ სტატიის ვიზუალური ეფექტის გამო, ვფიქრობ, უნდა ეწეროს. :) სოფლებზე ყველა სტატია მაინც გადასახედია და ჩემი უახლოესი გეგმაც სწორედ მათი სტანდარტიზაციაა. :) — GIO→13 08:11, 30 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემს მიერ შემოტანილ სტატიებში არ ეწერა, მერე გიორგიმ დაიწყო მასე სტატიების შემოტანა და პროტესტის გრძნოვბა არ გამჩენია. ვგონებ მიზანშეწონილია. მხარს ვუჭერ გიორგის იდეას. --ჯაბა ლაბაძე 14:21, 30 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გერმანულ ვიკიპედიაში გერმანიის სოფლებს, ქალაქებს, ასევე ავსტრიის სოფლებს და ქალაქებს ხშირად არ უწერიათ სახელმწიფო. უწერიათ მხოლოდ ფედერალური მხარე ან ზოგჯერ ესეც არაა და მხოლოდ ოლქის (ლანდკრაის...) ან თემის (გემაინდე) აღნიშვნით კმაყოფილდებიან. ვკითხავ გერმანელებს ამის მიზეზს, იქნება იციან რამე, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით. თუმცა, მე ამ ეტაპზე ვერ ვიგებ გერმანულ ლოგიკას; შეძლება ეს იმას უკავშირდებოდეს, რომ გერმანიის ფედერალურ მხარეებს მეტი რეგიონული თვითშეგნება აქვთ, ვიდრე ჩვენ, გერმანელებს ტერიტორიული მოწყობა ისეთი აქვთ, რომ ფაქტობრივად გერმანია არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანება. Deu. 14:42, 30 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]