განხილვა:კუინზლენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Coat of Arms of Australia.svg
ეს სტატია გაუმჯობესდა „ავსტრალიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სახელი[წყაროს რედაქტირება]

ქსე-ში (ტ. VI, გვ. 61) „კუინზლენდი“. - Island 05:33, 7 დეკემბერი 2009 (UTC)

რატომღაც ცუდათ ჟღერს ეგ... გეოგრაფიის წიგნში წერია ქუინსლენდი --გოტა (პასუხი) 12:07, 7 დეკემბერი 2009 (UTC)

Gota შემთხვევით მაგ წიგნის ავტორი ჭანტურია ხომ არ არის? თუ ეგ არის მაშინ არ უნდა ვენდოთ რადგან პირდაპირ ინგლისურად როგორც გამოითქმის ისე გადმოაქვს ქართულში ყველაფერი. ქსე კი ნდობას ნამდვილად იმსახურებს ვაპაჭუნებ--დათო_დათო Rotating earth (Very small).gif 12:42, 7 დეკემბერი 2009 (UTC)
ჭანტურიას წიგნში ეგ პრობლემები მეც მაქვს შემჩნეული ჩიკაგო → ჩიქაგო და კიდევ სხვა ასეთი უსუსური შეცდომები :)--ნიკა 17:21, 7 დეკემბერი 2009 (UTC)

კუინზლენდზე გადავიტან. - Island 01:19, 17 დეკემბერი 2009 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა კვინსლენდი → კუინზლენდი - Island (გ) 04:53, 11 აპრილი 2010 (UTC)

ისე სხვათაშორის ეხლა ვნახე ქსე–ში ავსტრალიის კავშირის რუკა და იქ კვინსლენდი წერია, ანუ გამოდის სტატიაში დაწერეს კუინზლენდი, ხოლო რუკაზე კვინსლენდი მოდი ეხლა და გაიგე რომელია სწორი? თქვენ რას იტყვით?— დათო_დათო Rotating earth (Very small).gif 21:52, 18 ივნისი 2010 (UTC)

ეხლა ვნახე მსოფლიოს დიდ ატლასში კუინზლენდი-ა. მაშინ რომელ სახელზეც მეტი სანდო წყარო დაგვიგროვდება ის იყოს :). მსოფლიოს დიდი ატლასი, 2009, გვ. 146-147.GIO---->>13 განხილვაწვლილი 22:04, 18 ივნისი 2010 (UTC)

ისე მართლაც საინტერესოა რომელი ფორმით უნდა დარჩეს ეს სტატია. და არჩეულის მიხედვით უნდა მოხდეს ყველა ამ სტატიის შეცვლა.— ნიკა () 12:34, 22 ივნისი 2010 (UTC)

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (1989, თბილისი, გვ. 99) „კუინზლენდი“. - Island (გ) 13:07, 22 ივნისი 2010 (UTC)