განხილვა:ისრაელ-ჰამასის ომი (2023)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ა-ზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები იკვეცება! უნდა იყოს „ღაზის“. გიო ოქრო 20:57, 7 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა.--DerFuchs მიწერა 10:24, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

სტატიის რედაქტირების აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დგას ინტენსიური და აქტუალური მსოფლიო მნიშვნელობის საკითხი. ასეთი პრაქტიკა ვიკიპედიაში არარსებობს, ამდენად თარგს ამოვიღებ. - OTOGI Messages 08:46, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

ბარემ აქვე — მანქანური თარჯიმნებით წერა, განსაკუთრებით ამგვარი მნიშვნელობის სტატიებისა, არის სირცხვილი ქართული ვიკიპედიის. გიო ოქრო 15:45, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

სათაური შესაცვლელია. კონფლიქტი გაჩაღდა ორივე მიმართულებით, ამდენად სათაური უნდა იყოს მსგავსად ინგლისური ვიკიპედიისა. - OTOGI Messages 09:00, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

ღაზის თავდასხმა, ცალსახად, უნდა შეიცვალოს. ჰამასის თავდასხმა ისრაელზე (2023), მემგონი, ამ ეტაპზე უფრო სწორია.--DerFuchs მიწერა 14:51, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
ისრაელ-ღაზის კონფლიქტი (2023) ხომ არა? Wiki - ჯაბა 18:56, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
რადგან კონფლიქტში ჩრდილოეთიდან ჰეზბოლაც ჩაერთო და ორივე მხარე სიტყვა „ომს“ ხშირად იყენებს, შეიძლება ისრაელ-პალესტინის ომი (2023) დავარქვათ -ზურა 6446 19:14, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
თუ შეიარაღებული დაპირისპირება რამდენიმე დღე გაგრძელდება, გადავიტანოთ. ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 19:37, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა - ეს არის ომი.
ოპერაციები ბოლო წლებში იყო ხშირად, და მხოლოდ გუშინწინ გამოაცხადეს რომ ესაა ომი და არა ოპერაცია.
თავს დაგვესხა ჰამასი.
ისრაელები ომებს და ოპერაციებს ყოველთვის არქმევენ სახელებს. ამ ომს ჰქვია "რკინის ხმლები".
ლელა 31.154.177.158 13:22, 9 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

თუ არავინ არის წინააღმდეგი სტატიას გადავიტან ღაზა-ისრაელის კონფლიქტი (2023)-ზე --ზურა 6446 20:19, 10 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

ზურა, ეს ვერსია არ ყოფილა შემოთავაზებული და წინააღმდეგიც არავინ იქნებოდა. მე როგორც მახსოვს ასეთ შემთხვევაში ანბანის რიგზე უნდა დალაგდეს სახელწოდებები და უნდა იყოს ისრაელ-ღაზის კონფლიქტი (2023), თუმცა ამის მომხრეც არავინ ყოფილა. ასე რომ დაელოდე. Wiki - ჯაბა 04:22, 11 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურში შეუცვლიათ უკვე სათაური და დაურქმევიათ ისრაელ-ჰამასის ომი, რაც ქართულად ასე იქნება: ისრაელ-ჰამასის ომი (2023). Wiki - ჯაბა 04:24, 11 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა.--DerFuchs მიწერა 04:50, 11 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]