განხილვა:იოანე (მარღიშვილი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ენის ნორმებიდან გამომდინარე ვიკიპედიაში დაუშვებელია მსგავსი სიტყვათშეთანხმებების გამოყენება: ხელდასხმული იქნა, გადაყვანილ იქნა, აღყვანილ იქნა. უმჯობესია დავწეროთ ხელი დაასხეს, გადაიყვანეს, აიყვანეს. — ჯაბა 1977 15:22, 17 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ყველა სფეროს აქვს თავისი სასაუბრო და სამწერლობო ენის ნორმები, მათ შორის საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებს. შესაბამისად, პირადად მე ,,ხელდასხმული იქნა, გადაყვანილ იქნა, აღყვანილ იქნა"-ს არ ვთვლი რაიმე წესის დარღვევად, მითუმეტეს რომ მსგავსი ტერმინოლოგიითაა თანამედროვე ქართული ენის ნორმებით შედგენილ შესაბამის ლიტერატურაში. ლიტერატურა მითითებული აქვს ყველა სტატიას, ამიტომ გთხოვთ მეათეხარისხოვან საკითხებზე ნუ მოვცდებით. დანარჩენი შეგიძლიათ მსჯელობით გადავწყვიტოთ. პატივისცემით - --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:29, 17 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

როდესაც ენციკლოპედიას ქმნი მეათეხარისხხოვანი საკითხი არ არსებობს. --ჯაბა 1977 15:48, 17 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ენციკლოპედიისთვის ყოვლად მიუღებელია. ისევე როგორც ხატების შემთხვევაში — დააბრძანეს, გადააბრძანეს, დაავანეს, იმყოფება და ა. შ. ახლა ვმუშაობ მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრაზე. — Mikheil მიწერა 15:52, 17 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Otogi:; @MIKHEIL:; @David1010: შემოიხედეთ! --ჯაბა 1977 15:54, 17 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჩემი პოზიცია უკვე დაფიქსირებულია, დანარჩენი თქვენ იცით, ჯაბა, პირველხარისხოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი, აკადემიური და სწორი ინფორმაცია შემოვიდეს ენციკლოპედიაში და თუ თქვენთვის პრიორიტეტი და პირველხარისხოვანია ,,ხელდასხმულ იქნა", რომელიც საეკლესიო ტერმინია თქვენი ნებაა. შეგიძლიათ მოიძიოთ და შეასწოროთ. ამ სტატიის განხილვაზე ველოდები თქვენს პოზიციას, მაგრამ ეს ალბათ არაა პირველხარისხოვანი. იხილეთ ამ სტატიის განხილვა - ვახტანგ ეპისკოპოსი. - გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:38, 18 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგი დიახ შენი პოზიცია უკვე ცნობილია. მაქსიმალურად ბევრი კარგია, მაგრამ ხარისხი არ უნდა დავაგდოთ. ძალიან გთხოვ კოლეგიალურად მიუდგე ამ საკითხს და იცოდე, რომ როგორც შენ ისევე ჩვენ გვინდა ამ სტატიის ხარისხიანობა ავამაღლოთ. :) --ჯაბა 1977 15:04, 18 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, იმის ფონზე, რომ იზრდება სტატიების რაოდენობა, პარალელურად საჭიროა ერთგვარი სტანდარტების დაცვაც. საეკლესიო ტერმინოლოგია რიგ შემთხვევებში სპეციფიკურია და ვერ ჯდება ენციკლოპედიის წერის სტილის ფარგლებში. თუკი არსებობს ამ სიტყვების ალტერნატიული ფორმები უნდა გამოვიყენოთ ისინი. - OTOGI Messages 09:46, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
მეც მიშას პოზიციას ვიზიარებ. ენციკლოპედია უნდა იწერებოდეს თანამედროვე, გამართული სალიტერატურო ენით და არა რამდენიმე ასული წლის წინანდელით— დათო1010 14:53, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველთვის მოქნილი უნდა იყოს დროსთან პროპორციულად (მითუმეტეს ენციკლოპედიაში). მსგავსი ფორმები ძალიან გავს კალკს. კალკი კი, თავისმხრივ, შეცდომაა. ვფიქრობ, თანამედროვე ენით უნდა დაიწეროს.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 17:51, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეს რამდენიმე დღეა კონსულტაციები გავიარე ფილოლოგებთან, ისტორიკოსებთან, შესაბამისად გამიმყარდა აზრი, რომ სრულიად ადეკვატურად მაქვს დაწერილი ის რაც მაქვს. თქვენც იმავეს გირჩევთ. კარგად ვაცნობიერებ ვიკიპედიის საჭიროებებს, ეს არის საეკლესიო ტერმინები, რომელიც არ იცვლება და თავისუფლად ერგება თანამედროვე ქართულს. რაც შეეხება კალკს, ასევე გთხოვთ უკეთ გაეცნოთ რა არის კალკი. @Otogi:, თქვენი პოზიცია სრულიად მისაღებია, ნამდვილად სპეციფიკური საკითხია, ეს რომ არქაული იყოს უთუოდ შესაცვლელი იქნებოდა, მაგრამ ეს ტერმინები ეკლესიის ისტორიაში დამკვიდრებულია და ვფიქრობ ენციკლოპედიაც ამ ტერმინებით უნდა გადმოსცემდეს. - გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:10, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ერთი რამ მაინტერესებს, ასევე სპეციფიური ტერმინია ხატთან მიმართებაში „დააბრძანეს“, „დაავანეს“, „ხატი იმყოფება“ და ა. შ. როდესაც ხატს ცოცხალი არსებასავით მოიხსენიებენ. შენი აზრით, უნდა იყოს თუ არა ასეთი სიტყვები ვიკიპედიაში გამოყენებული? — Mikheil მიწერა 12:54, 22 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL:, ეგ სიტყვები/ტერმინები მე არ მაქვს გამოყენებული სტატიებში, ამიტომ მე რატომ მეკითხები არ ვიცი, ალბათ აჯობებს ვინც გამოიყენა მას ჰკითხო. არ ვიცი რა კონტექსტშია გამოყენებული, რა წინადადებაში. ზოგადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებს არც ერთ ვარიანტს ვთვლი შეცდომად. რელიგიებში მიღებულია მსგავსი აღმატებითი ფორმები და დამკვიდრებულია, როგორც ტერმინები. მე შეცდომად და ვიკიპედიისთვის მიუღებლად ვერ ჩავთვლი. თავისუფალი ქვეყანაა, თავისუფალი ენციკლოპედიაა და არცერთი რელიგიის მიმართ არაა საჭირო დისკრიმინაცია, უნდა დავტოვოთ ისე, როგორც კონკრეტული რელიგია უწოდებს თავის რელიგიურ ატრიბუტიკას.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:12, 22 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]