განხილვა:თბილისის ფოტოსახელოსნოები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასეთი გალერეები ჩვენთან კეთდება? ანუ მთელ რიგ ხელოვანთა სია გალერეებით? --H.McC. (მომწერეთ) 17:58, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩვენთან რა, ეს ენციკლოპედია არ არის თუ? თავიდან კი ვიფიქრე ყველა ფოტოგრაფს მიედგას ბიოგრაფიაში თავისი პასპარტუები მარა საქმე იმაშია რომ არის ქალაქები, მაგალითად ბათუმი ქუთაისი.. სადაც ზუსტად არ იციან ვინ იყვნენ მათი ფოტოგრაფები. აქ კი რევოლუციამდელი ფოტოგრაფთა პასპარტუები დაიდება და თვალისათვისაც სასიამოვნო იქნება რადაგანაც ერთ ადგილას შესაძლებელი იქნება ნახოს კაცმა თბილსის ყველა ოსტატის ნიშანი. ის გაცილებით რთულია როდესაც თითოეულ ხელოსნის თემაში შეხვიდე და იქიდან გადახვიდ გადმოხვიდე. ხალხმა არც იცის ვინ მოღვაწეობდა თბილისში. რავი მგონი კარგი საქმე წამოვიწყე. არა?--Surprizi განხილვაწვლილი 18:10, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედია ერთია და მე კითხვა მქონდა მათთან, ვინც ადმინისტრატორია და ზოგადად გამოცდილია ამ საკითხში. არსებობს ცალკე შემთხვევები გალერეების შექმნისა, მაგრამ ვთქვათ 20 კაცის გალერეა ერთ გვერდზე - ამის შესახებ მინდოდა გაგება შესაბამისი პირებისგან. რაც შეეხება ინფორმაციას, ნამდვილად საჭირო არის, ჩვენი ისტორიაა და შესაბამისად . მე უბრალოდ მაინტერესებს შესაბამისი ხალხისგან პასუხი, ხდება თუ არა, რომ გვერდზე იყოს ვთქვათ 50 ფოტოსურათი - მაინტერესებს, ვინაიდან პრეცედენტი არ მახსენდება. შესავალი კი სტატიას მშვენიერი აქვს --H.McC. (მომწერეთ) 18:25, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ოკ, გასაგებია. ისე ფოტოგრაფთა 20-მდე სახელოსნო იქნება რევოლუციამდელ თბილისში. კაი ვნახოთ რას იტყვიან ადმინები.--Surprizi განხილვაწვლილი 18:33, 20 მაისი 2012 (UTC) ბარემ აქვე დავამატებ იმასაც რომ არიან ფოტოსახელოსნოს მფლობელები რომელზედაც ფაქტიურად არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს ანუ მათზე თემის გახსნა ისე როგორც სხვა გამოჩენილ ოსტატებს აქვთ უბრალოდ შეუძლებელია. ერთადერთი კაი გამოსავალად მგონი მაინც ეს თემა რჩება. რავი ვნახოთ რას იტყვიან სხვებიც.--Surprizi განხილვაწვლილი 19:02, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]