განხილვა:თბილისის თვითმმართველობა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (4 იანვარი, 2009).

სტატიის სახელისთვის[წყაროს რედაქტირება]

მგონი არა სწორი სტატიას რომ ჰქვია "თბილისის მერია", რადგან დღეს შენობაში მხოლოდ მერია არაა, არამედ საკრებულოც (და უფრო ისაა, რადგან ყველა სხვა სამსახური გადასულია). რაც მთავარია "თბილისის მერია" მარტო შენობა ხომ არაა?! პირველ რიგში უნდა ეწეროს მერიაზე (სტრუქტურაზე და ა.შ.) მაშინ უფრო სწორი იქნებოდა გადაგვემისამართებინა "თბილისის თვითმართველობის შენობა"–ზე, თუ მარტო შენობა გვინდა! გთხოვთ იფიქრეთ, პატივისცემით--Rastrelli F.B. 11:50, 13 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ და თუ არ ვცდები სამსახური გადადის თუ არ არის უკვე გადასული ყოფილ შრომის სასახლის შენობაში (საბურთალო).--ცანგალა () 12:00, 13 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ასეთი აზრი დამებადა: რადგან სტატიას ქვია "თბილისის მერია", გადავაკეთოთ ის შესაბამისად(მერია; ადმისტრაცია; სტრუქტურა...), ხოლო ამჟამინდელი შინაარსი გადავიდეს სტატიაზე – "თბილისის თვითმართველობის შენობა"–ზე, და ბმულები ამ სტატიაზე გაკეთდება "თბილისის მერიიდანაც" და "თბილისის საკრებულოდანაც"(რომელიც ასევე შეიქმნება). თუ სხვა მოსაზრებები გაგიჩნდებათ, არ დაიზაროთ! --Rastrelli F.B. 07:38, 14 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ცალკე სტატია საჭიროა? იყოს განყოფილება "შენობა", ჩემი აზრით არა უშავს. - ალ-ო     @ 07:36, 15 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
ხო-არა. ცუდი არ არის, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. Rastrelli F თუ არ დაიზარებს, შეასწორებს, უკეთესად, რომ ვთქვათ ბოლომდე მიხედავს. ru:Мэр Москвы და ru:Московская городская дума - ამათ გადავხედე. ალსანდროც მართალია, გვინდა სტატია მხოლოდ შენობის შესახებ. შეიძლება გაკეთდეს ქვეთავი „შენობის ისტორია“. მაგრამ პროცენტულად Rastrelli F წინადადებას ვემხრობი, იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე მიიყვანს. --ცანგალა () 10:20, 17 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად ალ–ო მართალია, ცალკე სტატია საჭირო არაა, არც მე მაქ ეს იდეაფიქსად. უბრალოდ სტ.""თბილისის საკრებულო"–ს ისეთივე უფლება აქვს ჰქონდეს ქვეთავი შენობა, როგორც სტ."თბილისის მერია"–ს, ამიტომ ვფიქრობ ასეთი კონსესუსი ჯობია: ვინაიდან ორივე სტატია ქალაქის თვითმართველობას ეხება(ორივეს ერთი კანონმდებლობა ქმნის), შესაბამისად გავაერთიანოთ ორივე სტატია, უფრო მაღალი კატეგორიის სათაურით – "თბილისის თვითმართველობა", სადაც იქნება ქვეთავები:მერია, საკრებულო, შენობა; და რომელზეც გადამისამართდებიან: "თბილისის მერია","თბილისის საკრებულო". მგონი არა უშავს რა კონსესუსია:)

P.S. რაც შეეხება ბოლომდე მიყვანას, აუცილებლად! დიდი სიამოვნებით. Rastrelli F.B. 07:53, 18 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე)--ცანგალა () 09:08, 18 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

უუუპს! ერთი შეცდომა მომივიდა, გადატანისას არ დავაკვირდი რომ სიტყვა "თვითმმართველობა" ორი "მ" იწერება. მოკლედ ალბათ თავიდან გადატანაა საჭირო. Rastrelli F.B. 10:53, 29 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ოოო, ხო ვამბობდი ცალ–ცალკე სტატიები გავაკეთოთ მეთქი! ეხლა როგორ გინდა სხვა ენებზე არსებული ცალ–ცალკე ლინკები ერთ ქართულ სტატიას მიაბა! ინლისურად არის სტ. en:Tbilisi Government და კიდევ ყველა დანარჩენზე: საკრებულო, მერია და ცალკეა შენობა. ვწუხვარ Rastrelli F.B. 11:38, 29 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

თავი მაღლა, ნუ გეშინია შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. შენ გადამისამართება გაასწორე (ახლად გააკეთე). რაც შეცდომად მიგაჩნია ყველაფერი გაასწორე, ხოლო სტატიები, რომლებიც არასწორია წაიშლება. ოღონ სტატიაში ჩაწერე თარგი {{წასაშლელი}}.--ცანგალა () 14:51, 29 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

როგორ ფიქრობთ: ისტორიის ქვეთავი ზემოთ ხომ არ იყოს?--Rastrelli F.B. 08:31, 16 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით როგორც არის ამჟამად - კარგია.--ცანგალა () 09:23, 16 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

სურათი ხომ არ არის შესაცვლელი?--ცანგალა () 13:42, 16 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ეხლა აღმოვაჩინე - მერიის ნაწილი ცარიელი ყოფილა... ა.

გაკეთდა Rastrelli F 07:05, 21 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

თავკაცების თარგი[წყაროს რედაქტირება]

ეს თარგი კარგი იქნებოდა ბოლოში... ამჟამად სტატიაში მიმოფანტული ინფორმაცია. - ალ-ო     @ 08:54, 14 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]