განხილვა:ყორნისის რაიონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ზნაურის რაიონი)

ამ სტატიის სახელი ქე-ში „ზნაურის რაიონია“. თუმცა როცა გაუქმდა რაიონი მრძანებაში წერია რომ გაუქმდა ყორნისის რაიონი და მიუერთდა ქარელის რაიონს. ამოცანა გვეკითხება, როდის შეიცვალა სახელი რაიონმა და სტატიის სახელი ვიკიპედიაში რა უნდა იყოს? ქე-ს მიხედვით თუ რაიონის ბოლო სახელწოდების მიხედვით?--Surprizi განხილვაწვლილი 05:25, 25 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით ის, როგორც დიდი ხნის მანძილზე ერქვა და როგორცაა ცნობილი. საერთოდ არის დოკუმენტი, რომ ზნაურის რაიონს ყორნისის რაიონი დაერქვა? გიო ოქრო 16:14, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ის, რომ არსებობდა ყორნისის რაიონი ეს ფაქტია. ბრძანებაში თუ წერია, რომ ყორნისის რაიონი გაუქმდეს და შეუერთდეს ქარელის რაიონსო, ეს უკვე საკმარისი წყაროა იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ყორნისის რაიონის არსებობაში. ყორნისის სახელწოდების ამოგდება და მსი ადგილზე ზნაურ აიდაროვის სახელის დამკვიდრება არა მგონია სწორი. სრული უფლება გვაქვს არსებობდეს ორის სტატია ყორნისის რაიონი და ზნაურის რაიონი თუნდაც იმ ფორმით, როგორც ეს ამ სტატიის ერთ-ერთ სექციაშია. --Wiki - ჯაბა 18:10, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. გაუქმების დროს ერქვა ყორნისის რაიონი და ამ სახელწოდებით უნდა არსებობდეს ბუნებრივია. --Wiki - ჯაბა 18:12, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კანონი მიღებულია 27 აპრილს, გამსახურდია პრეზიდენტია 14 აპრილიდან, საქართველო დამოუკიდებელია 9 აპრილიდან. აქედან გამომდინარე, რომელი წყაროს მიხედვით არსებობდა ყორნისის რაიონი საქართველოს სსრ-ში? მანამდელი დოკუმენტები არსებობს, იძებნება? საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში დაერქვა ყორნისის რაიონი? ამიტომ ვფიქრობ, რომ ზნაურის რაიონი (როგორც საქართველოს სსრ-ს ერთ-ერთი რაიონი) უნდა იყოს ცალკე სტატია. ყორნისის რაიონზე სტატიის არსებობა/არარსებობას არ ვეხები. გიო ოქრო 18:43, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
1990 წლის 14 ნოემბრიდან საქართველოს სსრ აღარ არის. გიო ოქრო 18:47, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება 15 ნოემბრიდან ეწოდება :) --Wiki - ჯაბა 19:59, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში წერია რომ 1991 წლამდე ეწოდებოდა ზნაურის რაიონიო. სავარაუდოდ 1991 წლის 1 იანვრიდან 27 აპრილამდე ეწოდა ყრონისის რაიონი. 27 აპრილს კი გაუქმმდა და შეუერთდა ქარელს. --Wiki - ჯაბა 20:01, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 71-ე მუხლიდან სიტყვები „ყორნისის“ და „ცხინვალის“. მე მგონი უნდა გამოვიკვლიოთ როდის შევიდა ეს ცვლილება ძირითად კანონში. --Wiki - ჯაბა 20:03, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

1991 წლამდე რომ ეწოდებოდა მგონი მაგას წყარო არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ვერ ვნახე. გამსახურდიამ ძალაუფლება აიღო 14 ნოემბერს. სახელის შეცვლაც ამის მერე იქნებოდა. 14 ნოემბრიდან საქართველოს სსრ აღარ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზნაურის რაიონი (საქართველოს სსრ-ში) უნდა იყოს ცალკე. გიო ოქრო 20:52, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ანუ გამოდის რომ ყორნისის რაიონი, ზნაურის რაიონი (საქართველოს სსრ) და ზნაურის რაიონი (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) — ამ სამი ფორმით უნდა არსებობდეს? --Wiki - ჯაბა 04:58, 7 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

„ყორნისის რაიონი“ — ამ ფორმის ერთეული შესაძლოა არსებულიყო მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბრიდან 1991 წლის 27 აპრილამდე (5 თვე), ისიც არა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში (14 ნოემბრიდან სსრ აღარ არის). ამიტომ ამ დასახელების სტატიის არსებობას აუცილებლად არ ვთვლი. ზნაურის რაიონი (უფრჩხილო) უნდა იყოს საქართველოს სსრ-ის ერთეულზე. მასშივეა შესაძლებელი ჩაიწეროს სეპარატისთა რაიონი და გამსახურდიას მიერ გადარქმეული (რომელიც უკვე სხვა ქვეყანაში იყო). გიო ოქრო 17:40, 10 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]