განხილვა:ზეახალი ვარსკვლავი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყველა ენაზე რუსულის გარდა სუპერნოვაა, ეს ინგლისური სიტყვა არაა. - ალს.

მცდარი განმარტებაა! გასაწორებელია სასწრაფოდ, სანამ ვინმემ წაიკითხა :)

სწორი რა არის?

სუპერნოვას აქეთ გადმოვამისამართებ. ბოლობოლო გაარკვიეთ ქართულად როგორაა სწორე--ტრულალა () 06:37, 23 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

განმარტებას რაც შეეხება მგონი პირვანდელს კი არ უბრუნდება არამედ ფეთქდება ვარლსკვავი.

ქსე-ის მიხედვით ტ. 4 გვ. 492 არის "ზეახალი ვარსკვლავი". Zangala 09:12, 23 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ე.ი. ზეახალია, ხოდა... განმარტება რა წერია, აქაური განმარტება არც მე არ მომწონს.--ტრულალა () 09:18, 23 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

განმარტება იგივეა როგორც ქსე-ში. Zangala 09:30, 23 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეს ჯერ კიდევ კატასტროფა არაა :)[წყაროს რედაქტირება]

სტატია ვარსკვლავი მის განმარტებას მოიცავს --Dkvanch 21:02, 24 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]


"ვარსკვლავიერი სიდიდე"[წყაროს რედაქტირება]

ასტრონომები ასე იყენებენ ამ ტერმინს - "ვარსკვლავიერი სიდიდე", თუ "ვარსკვლავური სიდიდე" ... --Ottoshmidt 09:21, 10 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვარსკვლავიერი სიდიდე - ამას რას უწოდებენ? და აუცილებლად წყარო.--ცანგალა () 13:10, 10 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სუპერნოვა არის "ზეახალი ვარსკვლავი", ეს არის ვარსკვლავი აფეთქების მომენტში, რის მერეც იგი ნადგურდება. სტატია კი არასწორია, მცდარი განმარტებაა! გასაწორებელია სასწრაფოდ, სანამ ვინმემ წაიკითხა :) --Dkvanch განხილვაწვლილი 20:53, 14 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატიას მიეხედება ადრე თუ გვიან, უკიდურესი სისულელე წერია პირველივე წინადადებაში, მაგრამ მანამდე იქნებ გადავიტანოთ სათაურზე „სუპერნოვა“? ― Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 10:08, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

რის მიხედვით? ზეახალი ვარსკვლავი, ზეახალი ვარსკვლავი. გიო ოქრო 10:10, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
„ზეახალი“ და „ახალი ვარსკვლავი“ „სუპერნოვას“ და „ნოვას“ აღსანიშნავად, არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი ქართულ ენაშია შემოტანილი, პირდაპირ რუსულის თარგმანით. „ნოვა“ ლათინური ტერმინია და ყველა ენა იყენებს იმიტომ, რომ არ მოხდეს რეალურად ახლად დაბადებულ ვარსკვლავში აღრევა. განა სხვა ენებში არ აქვთ სიტყვა „ახალი“? რაც შეეხება „სუპერს“, ამაზე წერაც არ ღირს, დამკვიდრებულია ენაში. სასწრაფოდ გადასატანია. — Mikheil მიწერა 10:30, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეს არის სუბიექტური აზრი. უმჯობესია ვენდოთ სპეციალისტებს. იხილეთ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი, ნომერი 37, 1969 წელი, ანზორ ჭუაძისა და თ. ბარბლიშვილის ავტორობით, სტატია „ზეახალი ვარსკვლავი გალაქტიკაში NGC3389“. აგრეთვე ილიაუნის დაქვემდებარებაში მყოფი აბასთუმნის ობსერვატორიის შესახებ ინფორმაცია. ამ და ზემოთ ჩამოთვლილ წყაროებში ნახსენებია ახლანდელი სახელი. რუსულიდანაა თუ ჩინურიდან, ფაქტია, რომ ეს ტერმინი ქართულ მეცნიერულ წრეში დამკვიდრებული და გამოყენებადია. გიო ოქრო 10:36, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
1969 წლის ბიულეტინი სრულიად არარელევანტურია. ამ ტერმინის აბსურდულობაზე გუგლის რეზულტატებიც მეტყველებს. — Mikheil მიწერა 10:38, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
უფრო ახალი მოიტანეთ, სადაც წერია სუპერნოვა და გადავიტანოთ. მანამდე ძველს ვენდოთ. რაც შეეხება გუგლის რეზულტატებს, შედეგებში აჩვენებს ნუშის ჯიშებს (ასე ჰქვია), კომპანიებს (არსებობს შპს), გვარებს და მანქანური თარგმანით ავტომატურად თარგმნილ საიტებს, რომლებზეც სხვა ენების supernova თარგმნილია სუპერნოვად (ცხადია, მანქანური თარგმანი სხვანაირად ვერ გადათარგმნის). გიო ოქრო 10:43, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ასევე, ვლადიმერ კირცხალიას ავტორობით დაბეჭდილი სტატია „ზეახალი ვარსკვლავები და მათი გრავიტაციული ეფექტი“, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 2008 წელი, გვ. 9. გიო ოქრო 10:49, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
როგორც ხედავთ, ახალ წყაროებშიც ეს ტერმინი გვხვდება. გიო ოქრო 10:50, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ტერმინი „ზეახალი ვარსკვლავი“ სუპერნოვას მნიშვნელობას არ ასახავს, რადგან სუპერნოვა ეწოდება მოვლენას, ვარსკვლავის „აფეთქებას“ და არა თავად ვარსკვლავს. თავად სიტყვა „ნოვა“, რომლისგანაც სუპერნოვა წარმოიშვა, XVI საუკუნეში დაშვებული შეცდომის შედეგია, რომელიც კი ბატონო, შემორჩა ყველა ენაში, მაგრამ არც ინგლისურში, არც გერმანულში და არც სხვაგან, რუსულის და ქართულის გარდა (და ალბათ ყოფილ საბჭოთა სივრცეში), არავის მოსვლია იდიოტური აზრი, რომ სიტყვა „სუპერნოვა“ ეთარგმნათ, ამიტომ არის ინგლისურშიც supernova და არა super-new star. ვიღიმი ისევე, როგორც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასთან არავითარ ვალში არაა ვიკიპედია, ასევე არავითარ ვალში არაა წინა საუკუნის სხვა ლიტერატურასთან ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, თუ ეს ტერმინოლოგია აზრობრივ წინააღმდეგობაშია საერთაშორისოდ მიღებულთან. ცოტა ხანში სტატია ინგლისური ვიკიპედიის მიხედვით განახლდება, სადაც სათაურში მოცემული ტერმინი განმარტებულია, როგორც „ვარსკვლავის მძლავრი და მანათობელი აფეთქება“ და არა რაღაც სახის ვარსკვლავი, სასურველია, მანამდე ბარემ შეიცვალოს სახელიც და სტატიის საბოლოო ფორმასთან შესაბამისობაში მოვიდეს. ― Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 18:00, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
მემგონი ნათლადაა აღნიშნული 2008 წლის წყარო. ვიკიპედიაში სახელების შემოტანისას პირველ რიგში ვეყრდნობით არსებულ წყაროებს, შემდეგ, თუ არ არსებობს ასეთი, ირიბ წყაროებს. მოიტანეთ აკადემიურ წყარო, რომ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში იხმარება ტერმინი „სუპერნოვა“ და გადაიტანეთ. თუკი ასეთი არ არსებობს, მაშინ რაც არსებობს მას დავუჯეროთ (ძველსაც და ახალსაც). გიო ოქრო 18:19, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, უმჯობესია ბიბლიოთეკაში დაწვრილებით გაეცნოთ ზემოაღნიშნულ ლიტერატურას. შესაძლებელია ქართულ ენაშიც ამ მოვლენას ერქვას „სუპერნოვა“, ხოლო ვარსკვლავს, რომელსაც ეს ახასიათებს — ზეახალი ვარსკვლავი (ეს უკანასკნელი ბიულეტენში დასტურდება გარკვევით). გიო ოქრო 18:22, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]