განხილვა:ვობლა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვობლა — რუსულია. вобла — ნაფოტა რუსულ-ქართული ლექსიკონი, ტ. 1, გვ. 142, თბ. 1956. ჯობია ვობლადან ნაფოტაზე გადამისამართდეს, რომ სხვამაც არ შემოიტანოს ეს სტატია. --ცანგალა 19:28, 28 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: რას ნიშნავს რუსულია, იქნებ დააკონკრეტო ?. Rutilus არის ნაფოტა, ხოლო Rutilus caspicus ვობლა. ქსე ტ. 7, გვ. 333 სტატიიდან ნაფოტა ნახსენებია ვობლა. რას ნიშნავს გადამისამართება, დააკონკრეტე. - OTOGI Messages 19:32, 28 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

მე დავწერე ის რაც რუსულ-ქართულ ლექსიკონში ეწერა. და აქედან გამომდინარე ჩავთვალე, რომ რუსულია. --ცანგალა 20:28, 28 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: რუსული არის, მაგრამ რა კავშირშია გადამისამართებასთან ეგ ვერ გავიგე. კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ ვობლა არის ცალკე სახეობა, ხოლო ნაფოტა გვარი. მასე ჩავიჩაც რუსულია და ამის გამო გადავიტანოთ თუ როგორ მოვიქცეთ ?. და საერთოდ, რუსულია თუ ფრანგული ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რა სახელწოდებით არის დამკვიდრებული, ხოლო ქსე (ტ. 7. გვ. 333, წ. 1984) ახსენებს: ვობლა, ასე რომ, განსახილველიც არაფერია. - OTOGI Messages 07:49, 29 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

რადგან რუსული არ არის, გადამისამართება საჭირო არ არის. მე მეგონა, რომ ვობლა არის რუსული, როგორც მაგ. ლუსტრა, სპიჩკა და ა.შ. და დამკვიდრებულია ქართულ სალიტერატურო ენაში და აქედან გამომდინარე გაკეთებულიყო გადამისამართება. მაგრამ თურმე ქართულია. ისე საინტერესოა, რომ რუსულ-ქართულ ლექსიკონში, რომ თარგმანია вобла — ნაფოტა (თევზი) იხ. აგრეთვე რუსულ-ქართული ლექსიკონი ერთ ტომეული გვ. 74, თბ. 1993. ISBN 5 200—00—441—1 სარედაქციო კოლეგია: ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი რ. გაგუა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატინ. ვაჩნაძე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ლ. კაიშაური ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ა. კობახიძე (თავმჯდომარის მოადგილე), საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ქ. ლომთატიძე (თავმჯდომარე), ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მ. მრევლიშვილი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ნ. საყვარელიძე. ჩემი შედგენილი არ არის რუსულ-ქართული ლექსიკონი.--ცანგალა 10:28, 29 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: ფილოლოგებს სჯობდა კონსულტაცია ჯერ ზოოლოგებთან გაეარათ. ვობლა ჩვეულებრივი ნაფოტის ქვესახეობად მიიჩნეოდა საკუთარი ლათინური სახელწოდებით, მაგრამ იგი არ არის ნაფოტა. ვობლა ცალკე თევზის სახეობაა (Rutilus caspicus) და კასპიის ზღვის ენდემია, ხოლო ნაფოტა გვარია (Rutilus). - OTOGI Messages 11:09, 29 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]