განხილვა:ელიზაბეთ ტეილორი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მას არ ერქვა "ელისაბედი" (რაც მისი სახელის ქართული ვერსიაა) არამედ "ელიზაბეტი". თუ ასე ვიმსჯელებთ მაშინ მაგალითად "დევიდ ბოუი" უნდა გადავაკეთოდ როგორც "დავით ბოუი". გადამაქვს:)--Vaxxxo განხილვაწვლილი 06:15, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვერ დაგეთანხმები, იხ. განხილვა:ელისაბედ I (ინგლისი), განხილვა:ელისაბედ ფრიზ ელეტი. – BruTe () 06:24, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
Vaxxxo, ნუ იჩქარებთ ხოლმე, დაუცადეთ სხვებსაც, სანამ აზრს გამოთქვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. ახლა იძულებული ვარ თქვენი ცვლილებები უკან დავაბრუნო, რადგან ქართულად მართებულია ელისაბედი, მიუხედავად ყველაფრისა. — დავით პასუხი 07:52, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
სათაურის ცვლილებები: ელისაბედ ტეილორიელიზაბეტ ტეილორიელისაბედ ტეილორი. — დავით პასუხი 07:55, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

სქოლიოს ბმულები რატომ ამოიშალა? — ჯაბა ლაბა 08:26, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მართლაცდა... ჯაბა, აღადგინე რა... — დავით პასუხი 08:44, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

უკვე სანდროს აღუდგენია.— ჯაბა ლაბა 10:31, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

არაა. "ელისაბედი" არის სუფთა ქართული სახელი! და ამ ქალს არ ჰქვია ქართული სახელი, არამედ ინგლისური - "ელიზაბეტი"! და თუ მაინცდამაინც მასე თვლით, მაშინ იმას დავამატებ, რომ მონარქებზე მართლაც ხშირად აკეთებენ სახელებს ქვეყნების მიხედვით, მაგალითად: ელიზაბეტ I (ინგ) - ელიზავეტა I (რუს) - ელისაბედ I (ქართ). თუმცა ეს არის მსახიობი და ზოგადად სხვადასხვა პიროვნებებზე ასე არ ვაკეთებთ ხოლმე! მაშასადამე იქნება: ელიზაბეტ ტეილორი, ელიზაბეტ ჰარლი, ელიზაბეტ ბენკსი, ელიზაბეტ პერკინსი, ელიზაბეტ ბენეტი...--Vaxxxo განხილვაწვლილი 17:29, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნუ რაღამც პასუხს აღარ მცემთ მაშინ სხვა "შეცდომებსაც" დავარედაქტირებ და გადავიტან "ჯორჯ ბუშს" - "გიორგი ბუშზე" და "დევიდ ბექჰემს" - "დავით ბექჰემზე" :) ok?:)--Vaxxxo განხილვაწვლილი 06:27, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჩვენ ვიცავთ ქართული ენის იმ ნორმებს, რომლებიც ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენმა კომისიამ დაადგინა და რომლებიც ასახულია აქ. თქვენ შეიძლება მართალიც ხართ ნაწილობრივ, მე გეთანხმებით, რომ არ უნდა იყოს ელისაბედი და უნდა იყოს ელიზაბეტი (და საერთოდაც ელისაბეთი), მაგრამ ვიკიპედიელებს არ გვაქვს უფლება, შევცვალოთ კომისიის დადგენილი ნორმები, რომლებიც დღემდე მოქმედებს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ). — დავით პასუხი 06:38, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხოდა როგორც ზემოთ აღვნიშნე ორი სახელი და გვარი, ეგენიც უნდა გადავითანოთ მაშინ.--Vaxxxo განხილვაწვლილი 06:56, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
და საერთოდაც ახლა ვნახე ზუსტად! მაგ კომისიამ დაადგინა უცხოური ბგერების ქართული გამოთქმა. მანდ არსად წერია, რომ სახელი უნდა გადმოვთარგმნოთ ქართულ ვარიანტად!!! და უფრო მეტიც, ზუსტად მაგ გვერდზე ვნახე ახლა, ციტირებას გავაკეთებ: "th - თ: Arthur - ართურ-ი, Elizabeth - ელიზაბეთ-ი, Jonathan - ჯონათან-ი..." <<<ზუსტად ასე წერია მაგ გვერდზე! ასე რომ მაშინ ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის თანახმად "ელიზაბეთზე" უნდა გადავიტანოთ!.--Vaxxxo განხილვაწვლილი 07:08, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
სწორია. მაგას ვეძებდი მეც ახლა ვიღიმი.—G.G. 07:11, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხოდა გადავიტან "ელიზაბეთზე" :) ვეღარავინ იტყვის რომ მცდარია!!--Vaxxxo განხილვაწვლილი 07:13, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ემოციები დაიოკეთ, Vaxxxo. აქ უნდა მიდიოდეს მსჯელობა და არა ვინმესთვის რამის დამტკიცება (მე, მაგალითად, თქვენი ძახილის ნიშნები, ცოტა არ იყოს მაღიზიანებს). და კიდევ, მოთმინება უნდა იქონიოთ. მეგობრული რჩევებია, იმედია საწყენად არ მიიღებთ.—G.G. 07:19, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე აქ ისღა დამრჩენია, ბოდიში მოვიხადო :). მართლა გულწრფელად ვიხდი ბოდიშს და გეტყვით რამ შემაცდინა: ელისაბედ I (ინგლისი) ამისი სახელი იწერება ასე: Elisabeth, ხოლო ტეილორისა ასე: Elizabeth. ალბათ ერთგან მართებულია ელისაბედი, ხოლო მეორეგან ელიზაბეთი. — დავით პასუხი 07:24, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

G.G, რა თქმა უნდა საწყენად არ მივიღებ :) მაგრამ იმდენად ელემენტარული რაღაც იყო, რაც თუნდაც ქართულ ენაში გვაქვს ნასწავლი მე-5 კლასში :) უბრალოდ როცა არავინ გიჯერებს ცუდია :(
დავით, შენ წარმოიდგინე და ისიც Elizabeth-ია :D შეცდომით წერია ჩვენთან. აბა ინგლისურ ვიკიპედიაზე შედი და ნახავ. ისე მე მაგ სტატიას ხელს არ ვახლებ :D--Vaxxxo განხილვაწვლილი 07:32, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ყოველშემთხვევაში, არც ელიზაბეი ყოფილა მართებული :)—G.G. 07:38, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხო, მარა ეს უფრო ახლოსაა და საერთოდ ინგლისურში სადაც "თ" არის, უფრო ხშირად "ტ"-ს ვიყენებთ ხოლმე ქართულში. მაგალითად "ბრითნი" - "ბრიტნი" :) თავად "ბეთიც" კი ისე გადმოდის ქართულად როგორც "ბეტი":) ამიტომ ჩავთვალე რომ აქაც "ტ" იქნებოდა :)--Vaxxxo განხილვაწვლილი 07:46, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. მე ჩემი კომენტარით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ საჭიროა მოთმინება, რათა სხვებმაც დააფიქსირონ პოზიცია. ახლა ხომ ხვდებით, რომ თავდაპირველად შეცდომით გადაიტანეთ? :) ვიკიპედიაში ერთპიროვნულად მოქმედება არ ვარგა, მით უმეტეს მაშინ, როცა სტატიის გადატანას ეხება საქმე. გამოხატეთ თქვენი პოზიცია განხილვის გვერდზე (სწორედ ამისთვის არსებობს იგი) და დაილოდეთ. სასურველია, თუ მოიყვანთ წყაროსაც, რის საფუძველზეც თვლით, რომ სტატიას არასწორად ჰქვია. ამ შემთხვევაში, ასეთი წყაროს როლში ეს გვერდია.—G.G. 08:01, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხოო, უბრალოდ ადრე მართლა დამიწერია "განხილვაში" რაღაცები და პასუხი არავის გაუცია. ახლაც მეგონა თუ ასე იქნებოდა და უცებ გადავიტანე, აწინ დავიცდი ხოლმე:))))--Vaxxxo განხილვაწვლილი 08:06, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
BruTe მიერ არის შემოტანილი ორი განხილვის გვერდი განხილვა:ელისაბედ I (ინგლისი), განხილვა:ელისაბედ ფრიზ ელეტი ამ განხილვის მიხედვით გადაწყდა, რომ ძირითადი სტატია იყოს ელისაბედ და არა ელიზაბეთ. ეს უკანასკნელი შეცდომა არ არის, მაგრამ ძირითადი სტატია უნდა იყოს ელისაბედ-ზე. ქსე-ეს გარდა შეგიძლიათ იხილოთ აგრეთვე უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 115, თბ., 1989, სადაც მხოლოდ ელისაბედ წერია ელიზაბეთ-ის მითითების გარეშე. რადგანაც ჩვენ სპეციალისტები არ ვართ დავეყრდნოთ იმას, რასაც სპეციალისტები გვეუბნება. ნორმებს ნუ შევცვლით. --ცანგალა () 11:17, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, ამის მიხედვით ელიზაბეთია სწორი. ეს ხომ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვითაა შექმნილი? გამოდის მაგ ლექსიკონშივეა წინააღმდეგობები? — დავით პასუხი 11:20, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხმას აღარ ვიღებ ლექსიკონშივე არის წინააღმდეგობები. --ცანგალა () 11:27, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]