განხილვა:დრო (2011 წლის ფილმი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირდაპირი თარგმანით დროში უნდა იყოს. გადავიტანოთ? – BruTe () 16:18, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ესეც რუსულიდან გადმოტანილი სათაურია (რუსეთში Время იყო), აღარ მახსოვს, ჩვენს კინოში გადიოდა თუ არა. ჩემი რომ იყოს, ჩვენი კინოთეატრების თარგმანებს საერთოდ არ ავიღებდი მოდელად, აუტანელი არის. გადასატანია, რა თქმა უნდა, In time ეწოდება ფილმს. --H.McC. (მომწერეთ) 16:24, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორც არის დამკვიდრებული ისე დავტოვოთ. ვიკიპედიაში სათაურს ნუ შევცვლით. --ცანგალა () 16:43, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, რა არის დამკვიდრება??? ამ ქვეყანაში ცხოვრობ მთელი წელი?? იცი რა ხდება აქ საერთოდ??? აჰა მაგალითი:

Джентльмены удачи, ორიგინალური ფილმი, როგორ ითარგმნება???? სწორია, - „იღბლიანი ჯენტლმენები“. გასული თვის ბოლოს რუსეთში გადამუშავება გამოუშვეს „Джентльмены, удачи!“ (სასვენ ნიშნებს დააკვირდი). ჩვენმა კინოთეატრებმა, იმისათვის, რათა უფრო მიეზიდათ ხალხი, თარგმნეს „იღბლიანი ჯენტლმენები“, როდესაც სინამდვილეში ითარგმნება „წარმატებები, ჯენტლმენებო!“. ერთი მუჭა არაპროფესიონალების მიერ თავისი ჭკუით გაკეთებულ ცვლილებებს დამკვიდრებას უწოდებ?

და საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ყველა სათაური უნდა იყოს თარგმნილი სწორად და არა რუსულიდან გადმოტანილის მიხედვით. ხოლო თუ ალტერნატიული სათაურებია, უნდა ეწეროს იქვე თავში, თუ რა სათაურები აქვს. ეს უნდა შეეხოს ყველა ფილმს, წიგნს და ა.შ.

იმის გამო, რომ ჩვენს კინოთეატრებს არ ჰყოფნით ცოდნა ან გვარიშვილობა ხელს უშლით, სწორად თარგმნონ, ესე იგი, ჩვენც უნდა დავზარალდეთ? და თუ 10 წელიწადში ვიღაც იგივე ფილმს ტელევიზიით გაუშვებს სხვა სათაურით? ან უფრო მოკლე ხანში? ასე ყოველ ვარიანტზე ვცვალოთ? ის ტელევიზიაც ხომ ოფიციალური ორგანოა, რომელიც ამკვიდრებს სათაურებს, არა? --H.McC. (მომწერეთ) 16:53, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

Henry McClean, დამკვიდრება ის არის როგორც ოფიციალურმა ორგანომ თარგმნ. მაგ. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან - ეს არის დამკვიდრებული თუმცა ორიგინალ სათაურს არ პასუხობს. და ალბათ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. რაც შეეხება იმ მაგალითს რაც შენ მოიყვანე მივაქციე ყურადღება მძიმეს და მართალი ხარ, მაგრამ ვიკიპედია ამას ვერ შეცვლის. ტელევიზიაში ხომ ვიღაც უვიცმა სპეციალისტმა თარგმნა. უვიცმა, მაგრამ სპეციალისტმა და არც ერთ სპეციალისტს არ მიუქცევია ყურადღება მძიმესთვის.--ცანგალა () 17:25, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე იმის თქმა მინდა, ცანგალა, რომ დამკვიდრების პრინციპი ყოველთვის სწორი არ არის. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში. ქართულ საიტებზე მეკობრული მეთოდით დადებული ფილმების 5 პროცენტიც არ გადის კინოში, მაგრამ ვიღაც იქ ზის (ჩემისთანა და შენისთანა ინტერნეტ-მომხმარებელი) და სათაურებს როგორც მოეპრიანება, ისე თარგმნის. მათ თარგმანს საერთოდ ვერ აიღებ მოდელად. არ მითხრა, რომ მათ და კინოთეატრის პერსონალს შორის დიდი განსხვავებაა - ორივე შემთხვევაში რაღაც სამოყვარულო გამოდის, იგივე საკითხის, არაპროფესიონალიზმის გამო. მიაძაკის ფილმების სათაურებს საერთოდ იაპონური ორიგინალის მიხედვით ვთარგმნი და არა ინგლისური ან რუსული - იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში მცდარი იქნება. უბრალო მიზეზის გამო - პრიორიტეტულია ის ენა, რომელზეც დაიწერა / გამოვიდა / გამოიცა და არა ინტერნაციონალური ინგლისური. აქ კი საერთოდ უარესი სიტუაციაა - იმის გამო, რომ რუსთაველმა თუ ამირანმა 1 თუ 2 კვირით ფილმი გაუშვა, მისი ორიგინალური სათაურის აზრი უნდა დაიკარგოს? --H.McC. (მომწერეთ) 17:32, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ჰენრის. თუ არასწორად არის დამკვიდრებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც არასწორად უნდა გადმოვიტანოთ. მეორეც, არაფერი დამკვიდრებული არაა, ქართული პორტალები ორიგინალ ენაზე სათაურებს მგონი საერთოდ არ კითხულობენ, პირდაპირ რუსულიდან გადმოაქვთ. – BruTe () 18:57, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

In Time ხომ შეიძლება გადმოითარგმნოს, როგორც „დროულად“? --bzuila 19:03, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია არის დამკვიდრების ადგილი?--ცანგალა () 11:22, 18 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

არც კინოების / საიტების უვიცი პერსონალის კანტორაა დამკვიდრების ორგანო. სტატია მტკიცედ უნდა იქნას გადატანილი. In Time არის დროში, Time - დრო. --H.McC. (მომწერეთ) 11:31, 18 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. რა არის ამ შემთხვევაში პრიორიტეტული, ითარგმნოს მხოლოდ ამ ფილმის სათაური ზუსტად, თუ საერთოდ ყველა ფილმისა, რაც კი ქართულ ვიკიპედიაშია დაწერილი ? – ოთო sws 22:24, 18 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]