დრო (2011 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დრო (მრავალმნიშვნელოვანი).
„დროში
In Time“
ჟანრი თრილერი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ეკშენი
რეჟისორი ენდრიუ ნიკოლი
პროდიუსერი ენდრიუ ნიკოლი
მარკ აბრახამი
ემი იზრაელი
კრისტელ ლეიბლინი
ერიკ ნიუმანი
სცენარის ავტორი ენდრიუ ნიკოლი
როლებში ჯასტინ ტიმბერლეიკი
ამანდა საიფრიდი
კილიან მერფი
ოლივია უაილდი
კომპოზიტორი კრეიგ არმსტრონგი
ოპერატორი როჯერ დიკინსი
სტუდია 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 2011 წლის 28 ოქტომბერი
ხანგრძლივობა 109 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $40 მილიონი[1]
შემოსავალი $173,930,596 [2]

დროში (ინგლ. In Time) — რეჟისორ ენდრიუ ნიკოლის ფანტასტიკური თრილერი. ფილმში მონაწილეობენ: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანდა საიფრიდი, კილიან მერფი, ოლივია უაილდი და სხვები. ფილმის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 28 ოქტომბერს.

2010 წლის 12 ივლისისთვის ცნობილი გახდა, რომ ამანდა საიფრიდი ერთ-ერთ მთავარ როლზე იყო მიწვეული,[3] ხოლო იმავე წლის 27 ივლისს დადასტურდა აგრეთვე მთავარი როლი ჯასტინ ტიმბერლეიკისთვის.[4] 2010 წლის 9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სამსახიობო ჯგუფს შეუერთდებოდა მსახიობი კილიან მერფი.[5] 2010 წლის 28 ოქტომბერს გაჩნდა ფილმის გადაღებების პირველი ფოტოსურათები.[6] კინოკრიტიკოსების მხრიდან ფილმმა შერეული შეფასება მიიღო. Rotten Tomatoes-ის მიხედვით კინოკრიტიკოსთა 38% მას დადებითად აფასებს.[7]

ფილმის მოქმედება ვითარდება 2161 წელს. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით კაცობრიობამ სძლია ასაკს და ამიერიდან ადამიანები აღარ ბერდებიან. სამყაროში მუდმივ ვალუტას დრო წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kaufman, Amy. (October 27, 2011) Movie Projector: 'Puss in Boots' to stomp on competition. Los Angeles Times. Tribune Company. ციტირების თარიღი: October 27, 2011.
  2. In Time (2011). Box Office Mojo (2011-12-27). ციტირების თარიღი: 2011-12-27.
  3. Gallagher, Brian. (2010-07-12) Amanda Seyfried Signs on to I'm.mortal. MovieWeb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-18. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
  4. Douglas, Edward. (2010-07-27) Justin Timberlake Leading I'm.mortal?. ComingSoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-08. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
  5. Gallagher, Brian. (2010-08-09) Cillian Murphy to Star in I'm.mortal. MovieWeb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-18. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
  6. Timberlake and Seyfried Spotted Filming Their New Thriller. ComingSoon.net (2010-10-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-22. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
  7. In Time — Rotten Tomatoes