განხილვა:დვირულა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქაც მსგავსი სიტუაციაა. მტკვართან შესართავთან არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ მდინარე დვირულას სათავისკენ აქვს ორი მდგენელი - მარჯვენა მდინარე საკირულა და მარცხენა მდინარე გუჯრისხევი. მდინარე დვირულას სიგრძე მტკვრის შესართავიდან ამ ორ მდგენელამდე 8 კმ-ია, სტატიაში კი გვიწერია 12 კმ. თითო მდგენელის სიგრძე ამ ორი მდგენელიდან 4 კმ-ია. ანუ დვირულას სიგრძეს რომ დავუმატოთ ერთი ნებისმიერი მდგენელი (მაგალითისთვის ვთქვათ გუჯრისხევი) გამოგვივა 12 კმ, რაც სტატიაშია აღნიშნული. სამწუხაროდ სტატიაში არ არის აღნიშნული სათავის სიმაღლის მაჩვენებელი, რაიმესთვის რომ შემედარებინა. ამიტომ მე იძულებული გავხდი მდინარის სათავის წერტილად ამეღო დირბულას სიგრძეს (8 კმ) დამატებული გუჯრისხევის სიგრძე (4 კმ). გუჯრისხევი იმიტომ, რომ საკირულა ნახსენებია სტატიაში საკირე, როგორც დვირულის მარჯვენა შენაკადი, ხოლო მდინარე გუჯრისხევი ვესად ვერ ვიპოვე. GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 18:14, 5 მაისი 2023 (UTC)[უპასუხე]