განხილვა:გიორგი შარვაშიძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (23 ოქტომბერი, 2010).

გიორგი შერვაშიძე (ჩაჩბა), ზოგ შემთხვევაში გიორგი შერვაშიძე –– პირველი შემთხვევა მეორესგან რითი განსხვავდება? — დათო პასუხი 14:29, 3 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, მექანიკური შეცდომაა. მეორე შემთხვევაში უნდა იყოს შრვაშიძე.--Zolokin განხილვაწვლილი 20:57, 3 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

უცხოენოვანი სტატიების წყაროდ მითითება პრაქტიკაში როდიდანაა?— გიორგი განხილვაწვლილი 12:35, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არა ყოფილა პრაქტიკაში?--Zolokin განხილვაწვლილი 12:57, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
რამდენადაც მე ვიცი, არა, რადგან უცხოენოვანი სტატია ვიკიპედიაში სარწმუნო წყაროდ არ ითვლება. მასე გადმოთარგმნი ნებისმიერ სტატიას და ერთადერთ წყაროდ (გნებავთ, ლიტერატურაში) უცხოენოვან სტატიას მიუთითებ, საიდანაც გადმოთარგმნე და რომელიც, შესაძლოა წაშალონ კიდეც... ჩემს "მოსწავლესაც" ასე ვეუბნები და შემისწორეთ, თუ ვცდები.— გიორგი განხილვაწვლილი 13:07, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
სხვადასხვაენოვანი ვიკიპედიები ერთმანეთის სტატიებს წყაროდ არ იყენებენ, როგორც წესი. — დათო პასუხი 13:45, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავიგე კონკრეტულად რა პრობლემაა? რატომ მაქვს მითითებული რუსული და ინგლისური ლიტერატურა? თუ ქართულად საკითხზე არაფერი წერია და მხოლოდ რუსულად, ინგლისურად, ან სხვა ენაზეა, მაშინ აბა რა უნდა მიუთითო? ვიკიპედიის წესები კრძლავას უცხოენოვანი ლიტერატურის მითითებას, როგორც წყაროსი? ნამდვილად ვერ გავიგე კითხვა.--Zolokin განხილვაწვლილი 14:02, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)--Zolokin განხილვაწვლილი 14:02, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
რა და იმ უცხოენოვანში რაც არის წყაროებად მითითებული. თუ წყაროები არ აქვს, ე.ი. {{წყარო}} ("მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს"). არ ვიცი, არის თუ არა რაიმე წესი ამის შესახებ, მაგრამ ასეთ პრაქტიკას მხარს ვერ დავუჭერ ნამდვილად. საუბარია არა ზოგადად უცხოენოვანი ლიტერატურის, არამედ ვიკიპედიის უცხოენოვანი სტატიის შესახებ. ისე, ეგ ოთხი თუ ხუთი წყარო რომც ამოიღო საერთოდ, მგონი არაფერი უნდა დაშავდეს, ლიტერატურის სექციაში საკმარისი მასალაა. კიდევ ორი რამ: დასაწყისში რუსულად რატომაა მითითებული (რუს. Георгий Михайлович Шервашидзе), რუსი იყო? და რომ წერია "აფხაზი და ქართველი პოეტი", აფხაზები ისედაც ქართველები არ არიან? მგონი ეს უკვე სეპარატიზმის გამოვლინებაა (წყენის გარეშე:)). ნებისმიერ სხვა პოეტსა და მწერალზე, მაგ: ილია ჭავჭავაძეზე მაშინ უნდა ეწეროს: "კახელი და ქართველი პოეტი და მწერალი". — გიორგი განხილვაწვლილი 14:28, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

უცხოენივანი ვიკიპედია წყარო არაა. გიორგი, აფხაზები ქართველები არიან ისევე როგორც კახელები? — ჯაბა ლაბაძე () 14:58, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რათქმაუნდა. ისევე, როგორც მეგრელები.— გიორგი განხილვაწვლილი 15:08, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  1. ახლაღა მივხვდი რაზე მეუბნებოდით. სქოლიოდან უცხოენოვან ვიკიპედიებზე მითითება ამოღებულია. ვიზიარებ.
  2. რუსული Георгий Михайлович Шервашидзе ამოვიღე, ვიზიარებ.
  3. აფხაზები რომ კახელებივით ქართველი ერის სუბეთნოსია ამას ვერ ვიზიარებ.
  4. აფხაზი და ქართველი პოეტი იმიტომ წერია, რომ ლექსებს ძირიტადად აფხაზურად და ქართულად წერდა.
  5. სეპარატიზმი რომაა თურმე აფხაზი პოეტის მითითება ამასაც ვერ გავიზიარებ.--Zolokin განხილვაწვლილი 15:09, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი გიორგი სეპარატიზმს ახლა შენ აღვივებ მეგრელებში და კახელებში (წყენის გარეშე:)). პირველად მესმის მსგავსი რამ აფხაზი ისეთივე სუბეთნოსია, როგორც მეგრელი და კახელი. გაოცებული ვარ. ამ ეტაპზე წაიკითხე სტატია აფხაზების პირველივე სტრიქონები. — ჯაბა ლაბაძე () 15:13, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც გაოცებული ვიყავი, როცა ერთი წლის წინ აღმოვაჩინე, რომ აფხაზებიც ქართველთა სუბეთნოსი ყოფილა. მათს სისხლში ქართული მეტია, ხოლო ადიღეური შედარებით მცირე. სამწუხაროა, რომ ადიღურმა სძლია და ჩვენ შორის გაუცხოება მოხდა. დღეს სხვადასხვა ერად განვიხილებით. — დათო პასუხი 15:20, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ადრე რა და ვინ იყვნენ აფხაზები ეს ძალიან გრძელი თემაა და შორს წაგვიყვანს. დღევანდელი აფხაზები (თვითსახელწოდება – აფსუა) რომ სხვა ხალხია ეს ნათელია. გიორგი შერვაშიძეც რომ ბრწინვალედ ფლობდა ქართულტან ერთად აფხაზურს, ესეც ფაქტია – სიტყვით გამოდიოდა აფხაზურად, ლექსებს წერდა აფხაზურად ... მეტი რა უნდა იყოს საჭირო, რომ მიეთითოს აფხაზი პოეტი? პეტრე ბაგრატიონის ქართულ წარმოშობაში ეჭვს ვერ შეიტანთ, მაგრამ ქართველი მხედართმთავარი არ ყოფილა, იმიტომ რომ ემსახურებოდა რუსეთის არმიას. მგონი ზედმეტია ახლა აქმის მტკიცება. --Zolokin განხილვაწვლილი 15:27, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დათო შენ გინდა თქვა რომ აფხაზები და კახელები ერთნაირი ქართველები არიან? და ილია ჭავჭავაძისზემოთ მოყვანილი მაგალითი სწორია? — ჯაბა ლაბაძე () 15:28, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არა, ეს არ მიგულისხმია. დღეს სხვადასხვა ერად ვითვლებით, შესაბამისად უნდა იყოს მითითებული, რომ აფხაზია. აფხაზი და კახელი ერთნაირ ქართველად არ შეიძლება ჩავთვალოთ, რა თქმა უნდა. — დათო პასუხი 15:31, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ დათო გასაგებია. ისე კარგად ვერაა ჩვენი საქმე ეს რუსიაო ვამტკიცებთ ვიკიპედიაში. — ჯაბა ლაბაძე () 15:33, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი, ეგ სერიოზული პრობლემაა. დარწმუნებული ვარ მაგრად იცინებს მაგას თუ წაიკითხავს (წააკითხებენ).--Zolokin განხილვაწვლილი 15:37, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგი, ეგ დარჩეს მასე, მაგრამ ორი შეკითხვა გამიჩნდა:

  1. აფხაზები არიან საერთოდ ქართველები?
  2. მეგრელები თუ არიან ქართველები?
    ჯაბა, მე არაფერს არ ვაღვივებ, აქ უბრალოდ მიდის დისკუსია, რომელმაც ჭეშმარიტებამდე უნდა მიგვიყვანოს.ვიღიმი მომიტევეთ, თუ რამე შეცდომით მესმის.— გიორგი განხილვაწვლილი 15:49, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სხვათაშორის არც ზოლოკინი ავლენდა სეპარატიზმს. მე გასაგებად მოგწერე (წყენის გარეშე:)-მეთქი). ხო კიდევ დისკუსია სადაც ეგ ორი შეკითხვა დაისვა ჭეშმარიტებამდე ვერ მიგიყვანს. — ჯაბა ლაბაძე () 15:56, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არც მწყენია (საიდან მოიტანე? :)). მეც გასაგებად დავწერე, მომიტევეთ, თუ რამე შეცდომით მესმის-მეთქი. ყველას აქვს თავისი აზრის ქონის უფლება. არ ვიცი და ამიხსენით, თუ შეიძლება.— გიორგი განხილვაწვლილი 16:15, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამასთანავე, მართალია, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მათი ეთნიკური წარმოშობის საკითხები, მაგრამ ისტორიულ-კულტურულად აფხაზები რმო ქართველები იყვნენ, ეს არ შეიძლება დავას იწვევდეს, ხოლო რაც შეეხება იმათ, ვინც თავის თავს აფსუას უწოდებენ აქ ორი მოდელი შეიძლება არსებობდეს. თუ აბაზგ-აფსილები ქართველური მოდგმისანი იყვნენ, შემდეგ, როდესაც მოსულმა აფსუებმა დაიკავეს მათი საცხოვრებელი ადგილები (მათთან ერთადაც დასახლდნენ) ქართველები მოსულებსაც «აფხაზებს» უწოდებდნენ. მაგრამ თუ აბაზგ-აფსილები წარმოშობით არ იყვნენ ქართველები და ეს ეთნიკური თვითშეგნება მათ შენარჩუნებული ჰქონდათ, მოსულმა, მონათესავე აფსუებმა, გააძლიერეს საკუთრივ აფხაზური (ამ სიტყვის ვიწრო გეგებით) ელემენტი, მოიტანეს საკუთარი ენა და ჩვევები და მას შემდეგ, რაც შექმნილ ისტორიულ ვითარებაში გაიმარჯვა დეცენტრალისტურმა ტენდენციებმ თანდათან გაძლიერდა აფსუური თვითშეგნება და ჩამოყალიბდა აფსუათა ერი, რომელსაც ჩვენ, ძველი ტრადიციებისამებრ, აფხაზებს ვუწოდებთ.

--Zolokin განხილვაწვლილი 16:36, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

აი ეს უკვე სხვა საკითხია. გმადლობ ზოლოკინ. — ჯაბა ლაბაძე () 16:46, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ეხლა ყველაფერი ნათელია. მადლობა ზოლოკინს განმარტებისთვის. მე სკოლაში სხვაგვარად მასწავლეს ("ძველებურად") და აქაც იმიტომ ვამბობდი ასე. მიწაა ქართული, რომელზედაც დასახლდნენ აფსუები. ისე, თუ გადავხედავთ აფხაზეთის ქალაქებს, პირველი სტრიქონი "ქალაქი საქართველოში"ა. ინგლისურ ვიკიში კობერს ომიც ჰქონია გაჩაღებული რუს რედაქტორებთან, აფხაზეთი უნდა წერებულიყო, თუ საქართველო, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ.— გიორგი განხილვაწვლილი 16:52, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არ ღირს მადლობად. ქალაქებს რაც ეხება, საერთაშორისო დოკუმენტებშიც კი ასე იწერება: "...გალის რაიონში, აფხაზეთი, საქართველო", ან "...სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო".--Zolokin განხილვაწვლილი 17:08, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მითითებულ წყაროებში არ ჩანს წოდება "უბრწყინვალესი თავადი". თუ შეიძლება მიმითითეთ თუ გამომრჩა (ან სქოლიოში მითითებაც კარგი იქნებოდა). ადრე იყო განხილვა რომელიღაც კნეინაზე -- დიდი უნდა ყოფილიყო თუ ბრწყინვალე თუ სხვა. საბოლოოდ, როგორც მახსოვს, დარჩა "დიდი". შეიძლება ეს სხვა შემთხვევაა, თუმცა დასაზუსტებელია. ასევე, ინტერნეტ რესურსებში მითითებული ბმულები ამ პიროვნებას მხოლოდ ირიბად ეხება. - ალ-ო     @ 16:23, 30 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ალბათ ამ განხილვას გულისხმობ განხილვა:ანასტასია რომანოვა--ცანგალა () 16:38, 30 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ШЕРВАШИДЗЕ, российские светлейшие князья:
ვიკიციტატა
„В такой редакции герб был Высочайше подтвержден для рода светлейшего князя Георгия Михайловича Шервашидзе (сына последнего владетеля Абхазии) 14 февраля 1901 года. Этот древний кавказский род здравствует по сей день.“

Zolokin განხილვაწვლილი 17:18, 30 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

Из письма светлейшего князя Г.М.Шервашидзе1 в редакцию немецкой газеты "Вегlinег Таgeblatt" в защиту чести грузинского и абхазского народов:
ვიკიციტატა
„Можно бы еще многое сказать, но золотые страницы прошлого этого народа, омытые слезами и кровью всей нации, нельзя передать в газетном столбце. По правде говоря, и не стоит. К чему метать бисер2...

Светлейший князь Г.М. Шервашидзе

და მრავალი სხვა.--Zolokin განხილვაწვლილი 17:27, 30 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]