განხილვა:გარგარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არ ვიცი, სრულიად შესაძლებელია ვცდებით, მაგრამ ჩემს ოჯახში გარგარსა და ჭერამს ერთმანეთისაგან ვარჩევთ... — დავით პასუხი 17:24, 29 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ჭერამი ოდნავ მცირე არ არის? — Henry McLean განხილვაწვლილი 17:29, 29 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ჰო, და თანაც მჟავე :) — დავით პასუხი 17:35, 29 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ჭერამი აბსოლუტურად სხვა ხილია, გარგრის ფორმის, ოღონდ ბევრად პატარები და უფრო მომჟაო. — მიხეილ (მომწერე) 17:43, 29 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰოო, მეც ზუსტად მაგას ვგულისხმობ :). ე. ი. სწორად მცოდნია მეც, ან თქვენც არასწორად იცით. ახლა ისღა დაგვრჩა, გავიგოთ რას წერს ქსე და გავასწოროთ. — დავით პასუხი 04:37, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩვენს ოჯახშიც ვანსხვავევთ ჭერამსა და გარგარს :) იმის გარდა რაც ითქვა, გარგარის ხე პატარაც იზრდება შედარებით, არა?—G.G. 06:17, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

კი, გარგრის ხე პატარაა, ჭერამი კი უფრო დიდი იზრდება, ნაყოფით კი პირიქითაა, — GIO→13 () 06:47, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ში ჭერამზე ცალკე სტატია არ არის, არის მხოლოდ სტატია გარგარი რომელშიც არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ გარგარი და ჭერამი ერთი ხილია. რაც ამ სტატიაში წერია სიტყვასიტყვით ქსე-დან არის შემოტანილი გარდა ამისა ან ჭერამი--David 06:45, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
თავს დავდებ, რომ ჭერამი და გარგარი სხვადასხვა ხილია. — GIO→13 () 06:48, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

აი აქ სურათიცაა მოცემული. ახლა სოფელში ვარ ჭერმის ხეც ვნახე და გარგრისაც, განსხვავება დიდია, ფოთლებშიც კი. მაგრამ ნაყოფი არ აქვს. :( — GIO→13 () 06:52, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მეც ნამდვილად ვიცი, რომ სხვადასხვაა--David 07:33, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰოდა გასწორდა. და თუ ამდენს მაინც გვეშლება და ერთი და იგივე ხილია, ახლა სტატიაში შეცდომა მაინც არაა ვიღიმიდავით პასუხი 07:39, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, თბილისი 1986

გვ. 127 გარგარი — [Armeniaca vulgaris] 1. ხეხილი, რომელიც ისხამს ერთკურკიან წვნიან მოყვითალო ნაყოფს. 2. ამ ხის ნაყოფი.

გვ. 570 ჭერამი — 1. [Armeniaca vulgaris] ხეხილი ვარდისებრთა ოჯახისა; ის ისხამს მომრგვალო ყვითელ, ან მოწითალო-ყვითელ კურკიან ნაყოფს. 2. ამ ხეხილის ნაყოფი; აქვს ტკბილი ხორცი.--David 07:43, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ეს უნდა იყოს ჭერამი—G.G. 07:50, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

არა ეგ იაპონური ქლიავი ყოფილა. როგორც ჩანს ისეა როგორც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი წერს, ანუ ერთი და იგივე ხილია--David 07:53, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ამას კიდევ სომხური ჰქვია ვიღიმი—G.G. 07:56, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გადამისამართებაც უნდა წაიშალოს. ჭერამი - გარგარი. — GIO→13 () 11:32, 31 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

რადგან „გავარკვიეთ“, რომ გარგარი და ჭერამი სხვადასხვა ხილია, ხოლო ეს სტატია გარგარს ეხება, ვინმეს გინახიათ 15 მეტრიანი გარგარის ხე (როგორც სტატიაშია მითითებული)? :) ჭერამი, ალბათ, იზრდება მაგხელა, მაგრამ გარგარი...—G.G. 05:34, 12 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სახეობა ორივე ერთდაიგივეა ანუ Armeniaca vulgaris, ხოლო ჯიშებია სხვადასხვა ჩვენებურად ჭერამი და გარგარი. ასე ვარ ინფორმირებული. სტატია საერთო საკმარისი იქნება და შიგნით მიეთითება რაიმე უფრო კონკრეტული ინფორმაცია თუ გვექნება.--GagaVaa განხილვაწვლილი 19:25, 27 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]