განხილვა:განზ-ენ-როუზიზი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათაურის მართლწერა პირობითია, შემოწმება სჭირდება. Alsandro 12:42, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

"განზ-ენ-როუზიზ" უფრო მართებული იქნება... я так думаю გიორგი მარუაშვილი 19:23, 5 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

я тоже так думаю. ალბათ აქ ეს წესი გამოდგება s - ზ: James - ჯეიმზ-ი, Charles - ჩარლზ-ი, Brisbane - ბრიზბენ-ი, Graves - გრეივზ-ი. Zangala 19:58, 5 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა. ჩემთვის ცნობილი ენებიდან "წესი" ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ ინგლისურთან მიმარტებაში. ვინც ამ ენას იცნობს იცის თუ როგორი აბსურდია ეს. ასე რომ მე წესის მიხედვით კი არ გადამითარგმნია, არამედ იმის და მიხედვით თუ როგორ გამოითქმის სახელი. "უწესონის" ყველაზე მკაფიო მაგალითებია სახელები: Leicester - ლეისტერ, Greenwich - გრინიჩ, Tottenham - ტოტნემი. ამ სახელების თარგმნა არცერთ წესს არ შეესაბამება. გიორგი მარუაშვილი 21:02, 5 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე კი მეგონა, რომ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში გადახედე, ამ სამ ვარიანტის მიხედვით:

  • s - ს: Burns - ბერნს-ი, Bakersfield - ბეიკერსფილდ-ი.
  • s - ზ: James - ჯეიმზ-ი, Charles - ჩარლზ-ი, Brisbane - ბრიზბენ-ი, Graves - გრეივზ-ი.
  • s (ზოგჯერ არ გამოითქმის) : Long Island - ლონგ-აილენდ-ი.

და "დიდი ფიქრის" შემდეგ так подумал. :) ხოლო გამონაკლისები ყველა ენაში არის Leicester [ˈlɛstə] - ლესტერ-ი, Greenwich [ˈgrɛnɪtʃ] ან [ˈgrɪnɪtʃ] - ქართ. გრინვიჩი ან გრინუიჩი. --Zangala 22:45, 5 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

სათაური სახელობით ბრუნვაში უნდა იყოს (იხ. ვიკიპედია:გვერდების სახელები#რიცხვი და ბრუნვა), ანუ "განზ-ენ-როუზიზი". - Island 19:35, 7 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

Guns N' Roses არა?— Taro-Gabunia განხილვაწვლილი 00:34, 7 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რა მაინტერესებს ვინც ერკვევით. მაშინ როცა გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, განზ-ენ-როუზიზმა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო sleaze rock ის პოპულარიზაციას და უამრავი ფანი მიიზიდა. როგორც მივხვდი გლემ მეტალი და sleaze rock არის ერთი და იგივე, რადგან ინგლისურ ვიკიში რო ვწერ sleaze rock-ს, გადავყავარ გლემ მეტალის გვერდზე. ხოდა აქედან გამომიდინარე ეს დავასკვენი, რომ გუნზ-ენ-როუზიზმა ისევ გლემ მეტალის განვითარებას შეუწყო ხო ხელი თუ რამე ახალ სტილს? --გოტა (მომწერე) 17:32, 15 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვერაფერს ვიტყვი, ბოდიში. გლემში ნაკლებად ვერკვევი. — Floydgeo განხილვაწვლილი 15:49, 17 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
გლემ მეტალი კი ვიცი, მაგრამ ეს sleaze rock რა უბედურებაა, ვერ ვიცი ვერც მე. ინგლისურ ვიკიში შევიხედავ აბა...— გიორგი განხილვაწვლილი 15:53, 17 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

როგორც ინგლისურ ვიკიდან გავარკვიე,

Sleaze rock may refer to:

  • a hard-rock sub-genre with emphesis on theatrical appearance (tight pants, transvestite hair-do), also known as hair metal or glam metal, and related to glam rock, glitter rock, or tinseltown rock
  • a garage rock sub-genre, combining punk-rock with rhythm 'n' blues, (hence sometimes called punk blues), with emphesis on sex, booze and rock 'n' roll

ესაა გადამისამართების წინა ვერსია და მანამდე ხან გარაჟ როკზე და ხანაც გლემ მეტალზე იყო გადამისამართებული. ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე სლიზ როკი მკაცრად დეფინიცირებული ტერმინი არაა და მისი გამოყენება ზემოთ მოყვანილ ტექსტში მიუღებელია. უნდა შემოწმდეს ინგლისურში ანალოგიურ ადგილას რა წერია. — გიორგი განხილვაწვლილი 16:06, 17 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ არაფერი წერია სლიზ როკზე ინგლისურ სტატიაში --გოტა (მომწერე) 16:08, 17 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

მაშინ აქედანაც უნდა ამოვიღოთ...— გიორგი განხილვაწვლილი 16:58, 17 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]