განხილვა:ბეიბისითერი
გიგა, მართალია, სწორად დაწერე, "ბეიბი სითერი", მაგრამ, ცანგალა მაინც "სიტერად" გადაგიკეთებს, ხომ იცი, ინგლისურ სიტყვებში "თ"-ს არ ახარებს :-))))--Leovizza 17:15, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
ჩშშშშ --გიგა პასუხი 17:17, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
- კი მაგრამ ”ძიძა” რაღაა? ა.
Aupairmädchen, Aupairjunge[წყაროს რედაქტირება]
დააააა ოპერმედხენს და ოპერიუნგეს რა ვუყოთ?... გერმანულს რატომ ჩაგრაააააავთ? --Pirtskhalava 17:28, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
ო პერი, გეკადრება :) --გიგა პასუხი 17:28, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
- :):):)--Pirtskhalava 17:36, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
ისე, მართლა, რა სხვაობაა ძიძასა და ბეიბისითერს შორის? მგონი, ძიძა და გადია განსხვავდება ერთმანეთისგან ;-)--Leovizza 17:42, 24 ოქტომბერი 2008 (UTC) ერთი ბავშვების მომვლელია და მეორე აღმზრდელი, მაგრამ, ეს "სითერი" მაინც მაგარია ;-)--Leovizza 17:42, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
გუვენანტი არის კიდე:) მაგი არ მქონდა ადრე ნათარგმნი, თორე იმასაც დამვწერდი. განსხვავება კი ისაა, რომ ბებისითერი (ჩვენშიც იყენებენ ამ სიტყვას) თინეიჯერია, რომელსაც მხოლოდ „ბავთან ჯდომა“ ევალება, როცა ძიძა უფროსი ასაკისაა და შესაბამისად, აღმზრდელობითი სამუშაოს გატარებაც უწევს. ისე, ძალიან ნუ ჩამეძიებით, არც ექსპერტი ვარ და არც ეს თემები მაინტერესებს, უბრალოდ ადრე მქონდა ვიკიდან ნათარგმნი კვლევისთვის და აგერ, დაგიბრუნეთ უკან;) --გიგა პასუხი 17:47, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
- ისე სტატიაშიც რომ იყოს მითითებული ესენი კარგი იქნებოდა. ჩვენს შორის, მაინტერესებს, ქვეყნის ან თუნდაც ქალაქის რა არეალის მოსახლეობა იყენებს ამ ტერმინს :) ა.
მე მგონია, არც სიტერი და არც ოპერი არ დამკვიდრდება ქართულში, თუ ძალიან არ გავიგიჟებთ თავს. გარდა იმისა, რომ არსებობს ძიძა, გადია, აღმზრდელ-გამზრდელი, არის ასევე და ეს ფორმები ძალზე ხშირად გამიგონია საბერძნეთის და თურქეთის ქართველობისგან, მომვლელი და მოახლე. --Pirtskhalava 18:56, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
- აჰა, შენ თვითონ ნახე და ესეც:) --გიგა პასუხი 18:56, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
- ბეიბისიტერი გაცილებით მეტს აგდებს [1] ;) და კიდევ როგორც ჩანს ”მაზაფაქერზეც” ყოფილა სტატია დასაწერი ... (:). ა.
- აჰა, შენ თვითონ ნახე და ესეც:) --გიგა პასუხი 18:56, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
en:Nanny, en:Babysitter, en:Au Pair, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სამივე ცნება ერთიდაიგივეა, შეგიძლიათ გააერთიანოთ :) გადასატანია სხვა სახელზე, კი ბატონო, გადავიტამთ, წასაშლელია - წავშალოთ. აღარ შემიძლია დიპლომატია, ვსიო :) --გიგა პასუხი 19:06, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)