განხილვა:ბაგრატ მუხრანბატონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კატეგორია: მეფის მკვლელი[წყაროს რედაქტირება]

კარგი, უზურპატორიც მეფეა, მაგრამ თვითონ სტატიაშივე წერია რომ ავგიორგის მოკვლა მხოლოდ ერთი ვერსიაა. კერძოდ ვახუშტისეული, ის წერს: "მოაშთვეს", მაგრამ არც ვახუშტი და არც სხვა წყარო არ ასახელებს მკვლელის ან ბრძანების გამცემის ვინაობას. და ისე ეს არც სტატიაში არ წერია. ამიტომ ეს კატეგორია მაინც არ გამოდის მიზანშეწონილი. ნინო (განხილვა/წვლილი) 17:37, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

ავგიორგის სტატიაში წერია, რომ ციხეში მოკლეს... გიო ოქრო 17:43, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
"პატიმარ-ყო ავ-გიორგი მტვერის ციხესა, რომელ არს მუხრანსა.
მაშინ მიუმცნო ძმასა თუისსა მეფესა დავითს საქმე ესე. და რა ესმა საქმე ესე, განიხარაფრიად. და ხანსა მცირედსა მოკუდა ავ-გიორგი, და რომელნი იტყუიან დაარჩვესო დარომელნი თავისის დღით მოკუდაო"
ეგნატაშვილი ბერი. დასახ, შრომა, გვ. 52.
შეიპყრა აი-გიორგი და პატიმარჰყო "მტკვრის ციხესა შინა. ქ“-ს ჩფიგ (=1513). ქრ“სა. მერმეამასვე
ქორონიკონს მოამშთვეს, ანუ მოკუდა“
ვახუშტი. საქ. ცხოვრება. ქ. ც. II. გვ. 17–-18.
მოკლედ ვახუშტი წერს მოკლესო, ეგნატაშვილი ზოგი ისე ამბობს ზოგი ასეო. მაგრამ არცერთი ასახელებს მკვლელის/მკვლელების ვინაობას. რა თქმა უნდა თუ მოკლეს ცხადი ჩანს ვინც/ვინებიც მოკლავდნენ მაგრამ მხოლოდ ეჭვები წყაროების გარეშე საკმარისია? და ვინაობა არც ამ და არც ავგიორგის სტატიაში არაა. ნინო (განხილვა/წვლილი) 18:10, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
კიდევ უფრო გაურკვევლად ყოფილა საქმე: სხვა წყაროთი ავგიორგი საერთოდ ქართლის მეფემ შეიპყრო და არა ბაგრატმა და მოკლეს, ვინ მოკლა აქაც არ სახელდება:
„ქკ“ს: სა: ქართლის მეფე და კახი მეფე ავ-გიორგი მუხრანს- ძალისს შეიბნენ და ქართლის მეფეს დავითს გაემარჯვა და ხელთ დარჩა მეფე გიორგი: ამავე წელს მოკლეს მეფე გიორგი“
წიგნი ქრონიკონნი, ქ-კები, 1I. გვ. 332. ნინო (განხილვა/წვლილი) 18:38, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
და ვინ მოკლა ის თუ წერია? არსებობს ორი ვერსია: ერთი რომ მოკლეს, მეორე რომ თვითონ მოკვდა. პირველ ვერსიას მეტი წყარო ადასტურებს. მაგრამ არცერთ წყაროში არ წერია მკვლელის ან მოკვლის ბრძანების გამცემის ვინაობა. ამიტომ არასწორია აქ კონკრეტულზე მაგის დაწერა. რაზე დაყრდნობით წერ? ლოგიკურ ეჭვზე მარტო? და ეგ რამდენად ენციკლოპედიურია? ნინო (განხილვა/წვლილი) 20:21, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
ამ კატეგორიაში თავმოყრილია ის ადამიანები, ვისაც წვლილი მიუძღვით მეფეების მოკვლაში. მაგ., ვლადიმერ იაშვილი (სამხედრო) მონაწილეობდა შეთქმულებაში, რა დროსაც მოკლეს იმპერატორი. შეიძლება თავად პირადად არ მოუკლავს, მაგრამ მკვლელობის მონაწილე იყო. ასე რომ, ეს კატეგორია აქ სწორია. გიო ოქრო 20:56, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
რომელ წყაროში წერია რომ მკვლელობის მონაწილე იყო? ნინო (განხილვა/წვლილი) 21:05, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში წერია. ციხეში გამოკეტა, სადაც შემდეგ მოკლეს (ერთი ვერსიით) ან თვითონ მოკვდა. გიო ოქრო 21:08, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში არც ის წერია რომ მკვლელობის მონაწილე იყო და არც ის რომ მოკლა. ეგ ლოგიკური ეჭვი შენ და მომხმარეველ m-ს გაგიჩნდათ სტატიის წაკითხვის შემდეგ. რატომ ისტორიკოსები არ წერენ? იმიტომ რომ წყარო არ არის. ნინო (განხილვა/წვლილი) 21:14, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
თუ ასეა ჩავამატოთ თეიმურაზ I მაგ კატეგორიაში რადგან ზოგიერთ წყაროში წერია სიმონ I მან მოაკვლევინაო ზაალ ერისთავს. და გიორგი XI ალექსანდრე IV რომ მოაკვლევინა. ამათ ბაგრატ მუხრანბატონისგან განსხვავებით პირდაპირ ასახელებს ზოგიერთი წყარო. ნინო (განხილვა/წვლილი) 21:11, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
მიუთითეთ აკადემიური წყაროები და ჩაამატეთ, თუკი თვლით საჭიროდ. გიო ოქრო 21:13, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
აქ სიმონ II უნდა დამეწერა sry ნინო (განხილვა/წვლილი) 21:16, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
თქვენთან ჩხუბს არ ვაპირებ (თქვენ ასეთი ტონი გაქვთ ვიღიმი). ასეთ შემთხვევებში უმჯობესია განხილვით გადაწყდეს. თუკი ასე დაჟინებით ითხოვთ, ამოიღეთ, ხმას არ ამოვიღებ, ოღონდ მანამდე M.-ს მისწერეთ, რადგან მისი ჩამატებულია და მისი აზრი მოისმინეთ. ასე იქნება ვიკისთვის უკეთესი. გიო ოქრო 21:23, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
მაშ კარგი. არც მე არ ვაპირებ ჩხუბს, ბოდიში თუ ეგრე გამომივიდა. ნინო (განხილვა/წვლილი) 21:31, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
კატეგორიის არსებობა ამ სტატიაში არაფერს ვნებს. მკითხველმა სტატიის წაკითხვის შემდეგ თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს რა არის სწორი. ვაბრუნებ კატეგორიას. — Mehman 12:17, 7 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
ვნებს რადგან არ არის არც ინგლისურ ვიკიში, არც რაიმე ისტორიულ ნაშრომში. ძალიან თვითნებურადაა დასკვნილი. ეგეთი დასკვნები თუ უნდა ადამიანს თვითონ უნდა გამოიტანოს წაკითხვის შემდეგ, აქ კი არ უნდა დახვდეს დაწერილი. ნინო (განხილვა/წვლილი) 14:21, 7 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
ჯერ დააბრუნე, დამბლოკე, და ეს კომენტარი მერე დაწერე განხილვაში ვაბრუნებო 😃 ნინო (განხილვა/წვლილი) 14:29, 7 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
შემდეგში აუცილებლად თქვენ გკითხავთ რა თანმიმდევრობით გავაკეთო :) პ.ს. ეს ქართული ვიკიპედიაა, ინგლისური არა. — Mehman 21:40, 7 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
ვხედავ რომ ქართულია და არა ინგლისური რადგან ჩრდილოეთ კორეის სტილში წერთ სტატიებს თურქ ლიდერებზე და ასევე ჩრდილოეთ კორეის სტილში დიქტატურულად არ აძლევთ საშუალებას სხვებს ისინი უცხოენოვანი ვიკიპედიებივით მიუკერძოებლები გახადონ... ახლა როცა არ მომეცით საშუალება ათათურქის სტატიაში პატარა მონაკვეთი ჩამემატებინა გენოციდებზე შესაბამისი წყაროთი, რომლებზეც უცხოურ ვიკიპედიებში მთელი თავია დათმობილი ათათურქის სტატიაში (თურქულის გარდა რა თქმა უნდა), კიდევ უფრო სასაცილო გახდა თქვენი არგუმენტი რომ "კატეგორიის ამ სტატიაში არსებობა არაფერს ვნებს. მკითხველმა სტატიის წაკითხვის შემდეგ თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს რა არის სწორი." ათათურქზე არ შეუძლია? მითუმეტეს რომ ათათურქისთვის ამ ბრალდებების წაყენებას აქვს არგუმენტაცია, მუხრანბატონისთვის კი - არა. და მე ეს საკმარისად ავხსენი. თქვენ რა თქმა უნდა აქაც მიკერძოებულობა გამოიჩინეთ. P.S. მკითხველმა შეუძლია გადაწყვიტოს კი არა, მკითხველს შეუძლია გადაწყვიტოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ აშკარად არ იცით ქართული ენა იმ დონეზე რომ სხვების სტატიების შემმოწმებელი და მითუმეტეს ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორი იყოთ. მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეა და საბჭოთა კავშირი არაა და ქართულ ვიკიპედიაში ვიღაც პოლიტიკურ ლიდერებზე "ლენინს ვაქებდეთ" სტილის სტატიები არ უნდა იწერებოდეს. არამედ ისეთი მიუკერძოებელი და დაბალანსებული უნდა იყოს როგორც ეს უცხოურ და განსაკუთრებით დიახაც ინგლისურ ვიკიპედიაშია. ნინო (განხილვა/წვლილი) 06:54, 8 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]