განხილვა:აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (6 იანვარი, 2020).

სახელწოდებასთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

რადგანაც სულ მალე ამ სტატიას რჩეულობაზე წამოვაყენებ, ბარემ წამოვიწყებ ამ დისკუსიას. აშშ-ის პოლიტიკური სისტემის და ინგლისური ენის თავისებურობების გამო, ცოტა რთულია ქართულ ენაზე სახელწოდების „ლამაზად“ თარგმნა. პირადად მე ეს ვარიანტი შევარჩიე, მაგრამ, მგონი, უკეთესიც შეიძლება. -- UndDerDie 19:34, 23 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ პატარა პრობლემა არის აქ: ირჩევენ არა სენატს, არამედ კონკრეტულ სენატორს. ანუ ხმას აძლევენ კონკრეტულ კანდიდატს, რომელიც შტატს სენატში წარმოადგენს. არჩევნები რომ პროპორციული ტიპის იყოს და რაღაც პარტიული სიები არსებობდეს, ასეთი დასახელება სწორი იქნებოდა; თუმცა ამ შემთხვევაში, ის შესაფერისი არ მგონია. -- UndDerDie 20:11, 23 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
სენატის არჩევნები კალიფორნიაში არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც კალიფორნიის სენატის არჩევნებია. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის სენატის წარმომადგენელს ანუ სენატორს ირჩევენ კალიფორნიის შტატში. ვთვლი, რომ ამჟამინდელი სათაური ყველაზე ზუსტად შეესაბამება სტატიას--დათო1010 16:17, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, ცოტა არ იყოს რთული საკითხი არის - შეიძლება ითქვას, უფრო პირად აღქმაზეა დამოკიდებული. @Otogi:, @Gobrona: - იქნებ თქვენც დააფიქსიროთ აზრი. -- UndDerDie 16:23, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამჟამინდელი სათაური ბევრად უკეთესია და სწორად ასახავს შინაარს. ძველი არ მომწონდა. საინტერესოა ავტორი რას შემოგვთავაზებს ახალ სათაურს, როგორც თავად აღნიშნა დავით1010-ის განხილვაში ძველი არც მას მოსწონდა. --ჯაბა 1977 16:44, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

არც ძველი სათაური მომწონდა, მაგრამ არც ახლანდელი მომწონს, რომ არ მოგატყუოთ. შეგვიძლია განვიხილოთ აშშ-ის სენატორის არჩევნები კალიფორნიაში (1950). მემგონი, ეს ორივეს ჯობია და შინაარსსაც მართლაც რომ ზუსტად გადმოსცემს. -- UndDerDie 16:51, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
არჩევნებს რომლის ფარგლებშიც ამ სენატორებს ირჩევენ ეწოდება სენატის არჩევნები. თან ინგლისურშიც სენატის არჩევნები ეწოდება, რატომ ვიგონებთ ხელახლა ველოსიპედს?--ჯაბა 1977 17:48, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
დავუშვათ, ირჩევენ პარლამენტარს შუალედურ არჩევნებში. ამ სტატიას ჩვენ უნდა ვუწოდოთ პარლამენტის შუალედური არჩევნები თუ საპარლამენტო? იგივე სიტუაციაა სენატთან დაკავშირებით, მაგრამ სასენატორო ხომ არ გხვდება კარგად ყურში?-- UndDerDie 21:14, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ უადგილო შედარებაა, სად პარლამენტის შუალედური არჩევნები და სად კონგრესის არჩევნები? სენატის არჩევნები შეგვიძლია შევადაროთ ჩვენი საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ოლქებს--დათო1010 05:56, 14 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
დავით, მე ერთმანეთს არჩევნები კი არა, შესაძლო დასახელებები შევადარე. -- UndDerDie 09:35, 14 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]