განხილვა:ალეპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი:

  1. ალეპო – იხ. ჰალაბი (გვ. 24)
  2. ჰალაბი – ქ., ჰალაბის მუჰაფაზის ადმ. ცენტრი (გვ. 208)

უპირატესობა ჰალაბის ენიჭება. — ჯაბა ლაბაძე () 18:50, 1 ივლისი 2010 (UTC)Reply[უპასუხე]

დამატებითი წყაროებია საჭირო. ამ ქალაქს ჰალაბით საქართველოში თითქმის არავინ იცნობს. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 05:52, 2 ივლისი 2010 (UTC)Reply[უპასუხე]
საჭირო არაა. უბრალოდ გადამისამართება გაკეთდეს ჰალაბიდან ალეპოზე. — ჯაბა ლაბაძე () 06:59, 2 ივლისი 2010 (UTC)Reply[უპასუხე]
ალეპო--გიორგი, 07:11, 2 ივლისი 2010 (UTC)Reply[უპასუხე]
აჰ ოკ, მე ვიფიქრე ალეპოს გადატანა გინდოდა. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 07:12, 2 ივლისი 2010 (UTC)Reply[უპასუხე]

დამატებითი წყარო კი არ არის საჭირო, არამედ ის არის გასარკვევი რა წყაროზე დაყრდნობით შეიქმნა ამ სათაურით ეს სტატია თავის დროზე (რატომ მიენიჭა უპირატესობა ალეპოს, ენ ვიკიში რომ არის მაგიტომ ???), ხოლო ალეპოს სახელით რომ არის დამკვიდრებული საქართველოში ამას სწორედაც რომ დამატებითი წყაროები სჭირდება. ჯაბას მოყვანილი ლიტერატურა კი საკმარისია საიმისოდ, რომ სათაური გადავიტანო ზუსტ და დამკვიდრებულ სათაურზე (აგრეთვე, ქსე. ტ. 11. გვ. 593-594. ჰალაბი). – ოთოჯი / მომწერე 16:14, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

გერმანელებს აქვთ ასეთი მიდგომა: ქალაქის ორი ალტერნატიული სახელის არსებობის შემთხვევაში ხშირად უპირატესობას ანიჭებენ უფრო ხშირად გამოყენებად სახელს. რომელია უფრო ხშირად გამოყენებადი, ამას არკვევენ გუგლის საძიებო სისტემით ძალიან მარტივად. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში ალეპო ქართულ ენაზე იძებნება, ხოლო ჰალაბიზე ქართული საიტები საერთოდ არ იძებნება. ამ შემთხვევაში გერმანელები აკეთებენ ასეთ დასკვნას: ქალაქის ორი ალტერნატიული სახელიდან მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს ალეპოს, შესაბამისად ვიკიპედიაში უნდა იყოს ალეპო.
ის ფაქტი, რომ ლექსიკონში ორივე სახელია მოხსენიებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიული სახელებია? ასეთ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ გერმანული მიდგომა საკმაოდ გამართლებულია. Deu. 16:24, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

გერმანელებს აქვთ რა შუაშია? ეს ხომ ქართული ვიკიპედიააა? --ჯაბა ლაბაძე 16:37, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

სტატია 2010 წლიდან დევს. არ არის გამორიცხული, რომ სხვა საიტებმა სწორედ ქართული ვიკიპედია გამოიყენეს წყაროდ. რომ ქართული ვებ-სივრცე ჯერ მოკლებულია აკადემიურობას, ამასაც წყალი არ გაუვა. ხოლო ამ თვალსაზრისით ჩვენი ვებ-სივრცის "ჩამორჩენილობის" მაგალითი ის არის, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული სათაური (ჰალაბი) აქ 0 შედეგს გვაძლევს. რათქმა უნდა, შეხება, რომ გვქონოდა გერმანულ, თუ ინგლისურ ვებ-სივრცეებთან ეს სულ სხვა საკითხი იქნებოდა. თუნდაც ქართული ვიკიპედია არ უნდა დაეფუძნოს რიგით ვებ-გვერდებს, ჩემი აზრით, უფრო კარგი იქნება, ის რომ ჩვენი სტატიები შევქმნათ, სანდო გადამოწმებულ წყაროებზე, რომელიც უკვე მოცეულია აქ.--ოთოჯი / მომწერე 16:39, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

დათო حَلَبُ‎‎ ეს როგორ იკითხება? --ჯაბა ლაბაძე 16:54, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

პირადად მე ჰალაბი პირველად მესმის. საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებშიც ყველგან ალეპოთი გვსაწავლეს. მათ შორის იყო ზურაბ დავითაშვილისა და რევაზ გაჩეჩილაძის წიგნები. (მსოფლიოს ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია; ახლო აღმოსავლეთი, სივრცე, ხალხი და პოლიტიკა). — მიხეილ მიწერა 17:54, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]
@ჯაბა: გერმენელებს რა აქვთ, შუაში არაა, მაგრამ შუასა და თავს შორის არის :). მე გითხარით მხოლოდ ის, ამ საკითხს როგორ გადაწყვეტდნენ გერმანელები, არ მითქვამს, რომ ჩვენც ასე უნდა გადავწყვიტოთ; ვფიქრობ, საინტერესოა, როგორი მიდგომა აქვთ ჩვენზე გამოცდილ ვიკიპედიელებს ასეთ შემთხვევებში. ხომ მეთანხმები? :) თუკი მოგეწონებათ გერმანელების მიდგომა (მე მომწონს), ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ და ეს უკვე ქართულ მიდგომად ვაქციოთ. რაც შეეხება حَلَبُ‎‎, ეს გამოთქმის, როგორც ჰალაბ, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არაა და ქვემოთ ვიტყვი ამის შესახებ.
@ოთო: ზემოთ მოყვანილი წყაროდან ჩანს მხოლოდ ის, რომ ალეპო და ჰალაბი არის ქალაქის ორი ალტერნატიული სახელი ქართულ ენაზე. ის, რომ ქართველი ხალხი ვიკიპედიამ დააჩვია არასწორ დასახელებას (ალეპოს), არის ძალიან გულუბრყვილო აზრი. დღეს ამ ქალაქს ყველა ალეპოთი იცნობს და ეს არის მედიის ბრალი. ვიკიპედიაში რომ თავიდან ალეპოს სახელით გაჩნდა სტატია და არა ჰალაბის, ესეც იმაზე მიუთითებს, რომ ალეპო არის ხალხში უფრო მეტად გავრცელებული. ეს ფაქტია და სადავო არ უნდა გახდეს, ვიკიპედიაში ფაქტების დასადასტურებლად წყაროები არ მოგვყავს. მიშას მოყვანილი წყაროებიც ადასტურებენ იმას, რომ სპეციალურ ლიტერატურაში გამოიყენება ალეპო და არა ჰალაბი.
ჩემი პირადი პოზიცია: ჰალაბი არის არაბული და არაბებამდელი სირიული დასახელება, ალეპო არის ჯვაროსნების მიერ შემოღებული დასახელება. ორივე სახელწოდება არის ისტორიული, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ქართულში ინგლისურის ან რომელიმე სხვა უცხოენის ზეგავლენითაა ახლო წარსულში შემოსული. მე მიმაჩნია, რომ ორივე სახელწოდება სწორია - გვაქვს ქალაქი ორი ალტერნატიული დასახელებით. ამ შემთხვევაში ჩვენ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ხალხში მეტად გავრცელებულს, ასეთი კი არის ალეპო. Deu. 18:26, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]
დათოს ვეთანხმები. როდესაც არსებობს ორი ალტერნატიული სახელი უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას რომელიც უფრო გავრცელებულია (ამ შემთხვევაში ალეპო) ხალხში. პ.ს. დღემდე ვიცოდი, რომ ამ ქალაქს ალეპო ჰქვია და პირველად გავიგე ეს ჰალაბი--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 18:31, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

დეუ: გასაგებია. დავით1010: 2010 წლის 1 ივლისის შემდეგ კი უნდა გცოდნოდა (ეს ხუმრობით). მე ვფიქრობ სტატიას უნდა ერქვას ჰალაბი და გადამისამართება ალეპოდან. მომხმარებელი ჩაწერს ალეპოს, გადავა სტატიაზე ჰალაბი და მიხვდება სწორი სახელი რომელია. მე ვფიქრობ ორთოგრაფიულ ლექსიკონს უფრო უნდა ვენდოთ. კამათის გაგრძელებას არ ვაპირებ. გადაწყვეტილებას რასაც მიიღებთ არ შევეწინაღმდეგები. :) --ჯაბა ლაბაძე 18:41, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

ჯაბა ორთოგრაფიული ლექსიკონი არ ამბობს, რომ ალეპო შეცდომაა და ჰალაბი სწორი. ალეპო, რომ შეცდომა ყოფილიყო მაშინ ჰალაბიზე გადამისამართება გამართლებული იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე სახელი სწორეა. ორთოგრაფიული ლექსიკონი უპირატესობას ანიჭებს ჰალაბს, ხოლო საზოგადოებაში დამკვიდრებულია ალეპო, ამიტომ უფრო მართებულია სტატიის სახელი დარჩეს ალეპო და ჰალაბიდან იყოს გადამისამართება და არა პირიქით--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 18:54, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]
საზოგადოებისთვის ის უფრო იქნება საინტერესო რა გარემოებიდან გამომდინარე მოხდა ისე, რომ ჰალაბს - ალეპო უწოდეს ძირითადად, ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ მივიღებ ალბათ, ამაზე არა მე პირადად, არამედ საზოგადოებაც დაინტერესდებოდა. რატომ ვენდობი ენციკლოპედიას?, რამეთუ იმათი ავტორები ერთნი ან ორნი არ იყვნენ, არამედ კომპლექსური მსჯელობის შედეგი და მიღებული გადაწყვეტილება გვაქვს სახეზე, რომელიც იყო განმტკიცებული სამეცნიერო ლიტერატურაში. შეიცვალა რამე? როდის, ვინ შეცვალა? ჟურნალისტმა თუ კონკერტულად რომელიმე ავტორმა შეცვალა რამე? ეს არის აქ საინტერესო. ხოლო ამდგავარი უმნიშნველოვანესი საკითხების გადასაჭრელად უფრო მიზანშეწონილი და მართებულია არა სუბიექტური გაგონილებების გადმოტანა (ჩვენ არ ვართ აკადემიკოსები და მეცნიერ-პროფესორები), არამედ აკადემიური გამომცემლობების მოშველიება, რომელიც სამწუხაროდ ვერ მომაწოდეთ. თორემ დაგუგლვა და ტაბულების ამოყრა, მერწმუნეთ ეჭვს ყოველთვის შეიტანს ასეთ საკითხებში. ჩავუწერ, იმასაც რომ ოდესღაც ამ ქალაქს ჰალაბი ეწოდებოდა. მადლობთ. :)--ოთოჯი / მომწერე 19:04, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

დავით1010 სად ვთქვი რომ ალეპო შეცდომაა? --ჯაბა ლაბაძე 19:08, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

ამ წინადადებიდან ესე გამოდის მომხმარებელი ჩაწერს ალეპოს, გადავა სტატიაზე ჰალაბი და მიხვდება სწორი სახელი რომელია. თუ ჰალაბი სწორია ე.ი. ალეპო შეცდომა გამოდის--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 19:13, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

ეგ შენი დასკვნააა. --ჯაბა ლაბაძე 19:16, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

რაც შეეხება მომხრეობას, ჩემი აზრით, ეს ზედმეტია, რამეთუ ისევ და ისევ იხრება სუბიექტური აზრებისაკენ. ამიტომ თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ აქ არ უნდა იყოს ჩვენი აზრები მთავარი, არამედ აკადემიური ლიტერატურა, რომელსაც არ მაწვდით, სამწუხაროდ :) --ოთოჯი / მომწერე 19:24, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]
მე დავასახელე ლიტერატურა, ამჟამად ხელში თან არ მაქვს ეს წიგნები, თორემ გვერდსაც მივუთითებდი. სხვათა შორის, ერთ-ერთის ავტორს (გაჩეჩილაძე) როდესაც ნაშრომში დავუწერე სახელი „ნიდერლანდები“, შემისწორა, რომ სწორი ფორმა იყო „ნიდერლანდი“, ორთოგრაფიულ ლექსიკონში მე შევატანინე ასეო. საინტერესოა, რატომ იყენებს ეს ადამიანი 2011 წელს გამოცემულ თავის წიგნში „ალეპოს“ და რატომ არ ეყრდნობა იმ ლექსიკონს, რომელზეც თავადვე აქვს ნამუშევარი. მე ეს ფაქტი მაეჭვებს, თორემ ჰალების საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე. --მიხეილ მიწერა 19:31, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

მიშა რა თქმა უნდა აქ არ უნდა იყოს რაღაც წინააღმდეგობების გაწევა. არც ჩემი დაჟინებაა ჰალაბი, და არა მარტო მე არამედ ალბათ შენც გაინტერესებს ამ ქალაქის ისტორია, ანუ როგორ და რაიანარად მოხდა ჩასწორებების შეტანა სახელთან დაკავშირებით. მაგრამ თუკი რამე შეიცვალა, რა თქმა უნდა ეს კომპლექსური მსჯელობის საგანი გახდებოდა მკვლევარებისთვის. --ოთოჯი / მომწერე 19:40, 20 ოქტომბერი 2012 (UTC)Reply[უპასუხე]

ალეპო[წყაროს რედაქტირება]

ჰალაბი[წყაროს რედაქტირება]