განგრენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
განგრენა

მშრალი განგრენა ფეხზე
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 19273
MedlinePlus 007218
Patient UK განგრენა
MeSH D005734

განგრენა (ლათ. Gangraena) — სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანოს კვდომა (ნეკროზი). ვითარდება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტის ან მკვეთრი დაქვეითების დროს, გვხვდება უმეტესად გულიდან დაშორებულ უბნებში (მაგალითად, კიდურების თითები) ან ისეთ კერებში, სადაც დარღვეულია ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა.

გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განგრენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.

გარეგანი მიზეზები შინაგანი მიზეზები
მექანიკური ფიზიკური ქიმიური სხვა ქსოვილთა კვების
დარღვევასთან დაკავშირებული
პროცესები
  • დამწვრობა
  • მოყინვა
  • მაიონიზებელი დასხივება
  • გველის ნაკბენი (კონკრეტულად შხამი ციტოტოქსინი)[1]
  • არტერიის ემბოლია
  • არტერიის შევიწროება სპაზმის
    ან ანატომიური ცვლილებების (მაგ., ათეროსკლეროზი) შედეგად.

ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Plate II Mortification (gangrene), Robert Carswell 1830s Wellcome L0074380.jpg

განარჩევენ მშრალ, სველ და აიროვან განგრენას.

მშრალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშრალი განგრენის დროს ქსოვილი თანდათანობით კარგავს სითხეს, იჭმუხნება, მკვრივდება და პატარავდება. დანეკროზებული უბანი მურა ფერს იღებს ან შავდება. ამ პროცესს მუმიფიკაციასაც უწოდებენ. სისხლით მომარაგების უეცარ შეწყვეტას თან სდევს ძლიერი ტკივილი, კიდური ფერმკრთალდება და ცივდება, პულსი და კანის მგრძნობელობა ნელ-ნელა ქრება, დაზიანებული ადგილის ფუნქცია ირღვევა. კვდომა პერიფერიიდან ცენტრისაკენ ვრცელდება, მკვდარი და საღი ქსოვილის მიჯნაზე ვითარდება დემარკაციული ხაზი. მშრალი განგრენა ძირითადად კიდურებზე, ცხვირის წვერზე და ყურის ბიბილოზე ჩნდება (უმეტესად მოყინვისა და ქიმიური დამწვრობის შედეგად). შინაგანი ორგანოების ასეპტიკური ნეკროზის დროს მკვდარი უბანი ნელ-ნელა შეიწოვება და მის ადგილს ნაწიბუროვანი ქსოვილი იკავებს ან ვითარდება ცისტა. თუ ქსოვილებში ლპობითი ინფექცია შეიჭრა, მშრალი განგრენა შეიძლება სველ განგრენად გადაიქცეს.

სველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სველი განგრენის დროს ქსოვილები ფუვდება და დიდდება, დანეკროზებული უბანი ჭუჭყიანი მწვანე ფერის მასად იქცევა, რასაც სიდამპლის სუნი ასდის, კანი მგრძნობელობას კარგავს, სხეულის ტემპერატურა მაღალია. თუ ორგანიზმი დაუძლურებულია და მოსაზღვრე საღი ქსოვილების ადგილის რეაქცია სუსტია, პროცესი შორს ვრცელდება, სისხლში ლპობითი რღვევის პროდუქტების მოხვედრა კი სეფსისს იწვევს (უმეტესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში). იშვიათად, კეთილთვისებიანი მიმდინარეობის დროს, სველი განგრენა შეიძლება მშრალ განგრენად გადაიქცეს.

მკურნალობა და პროფილაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განგრენის მიზეზის თავიდან აცილება, სისხლის გადასხმა, ანტიბიოტიკების მიღება, ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]