განგაიკონდა-ჩოლაპურამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განგაიკონდა-ჩოლაპურამიჩოლას სამეფოს დედაქალაქი. ჩოლას პირველი დედაქალაქი 160 წლის განმავლობაში სამხრეთ ინდოეთში მდებარე ტანჯორე იყო. XI საუკუნის 20-იან წლებში რაჯენდრა I-მა დედაქალაქი ტანჯორესაგან ჩრდილოეთით, 70 კმ-ის დაშორებით გადაიტანა. ქალაქს განგაიკონდა-ჩოლაპურამი ეწოდა, რაც „განგის დამპყრობი ჩოლას ქალაქს“ ნიშნავს. სახელი მიუთითებდა მდინარე განგის გასწვრივ, ჩრდილოეთ ინდოეთში განხორციელებულ დაპყრობებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 8, ჯ. მალამი, ნ. მორისი - ევროპის მიღმა. თბ, 2013