განაჩენი (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განაჩენი

Das Urteil
ჟანრი მოკლე მოთხრობა
ავტორი ფრანც კაფკა
მშობლიური ენა გერმანული
დაწერილია 1913
გამოცემულია „Arkadia”
გვერდი 8

განაჩენი (გერმ. Das Urteil) — ჩეხი მწერლის, ფრანც კაფკას მოკლე მოთხრობა, რომელიც 1912 წელს დაიწერა. მისი სიუჟეტი მამაშვილურ ურთიერთობაზეა ორიენტირებული.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორია იწყება იმის აღწერით, თუ როგორ იჯდა ახალგაზრდა მეწარმე, გეორგ ბენდემანი, საკუთარ ოთახში გამოკეტილი, რომელიც რუსეთში მყოფ თავის ძვირფას მეგობარს წერილს სწერს. მისი რუსეთში, კერძოდ კი პეტერბურგში, გამგზავრება განპირობებული იყო იმით, რომ, თუმცა საწყის ეტაპზე ის წარმატებულ ბიზნეზს ფლობდა, საბოლოოდ, მაინც მოუწია უცხოეთში გადახვეწა, სხვადასხვა პირადი მიზეზისდა გამო. როგორც გეორგი განმარტავს, მისი მეგობართან გაგზავნილი წერილები, ძირითადად, უარო თემებზე საუბრით შემოიფარგლება, თუმცა, ამჯერად, მას გადაუწყვეტია გაუმხილოს მას, რომ ეს-ესაა, რაც ფრიდა ბრანდენფელდზე - შეძლებული წარმომავლობის მქონე გოგონაზე - დაქორწინდა.

მალე, მოქმედება მამის ოთახში ინაცვლებს. მას შემდეგ, რაც გეორგი საკუთარი ფიქრებისგან გამონთავისუფლდება, ის საკუთარი ავადმყოფი მამის შემოწმებას გადაწყვეტს. მამასთან საუბრის წამოწყებისთანავე, გეორგი ამცნობს მას, რომ, სულ ცოტა ხნის წინ, უახლოეს მეგობარს დეპეშა გაუგზავნა, სადაც ის მომავალი ქორწილის შესახებ გააფრთხილა. მამამისი ეჭვქვეშ აყენებს იმ აზრს, რომ გეორგს რუსეთში მყოფი მეგობარი ჰყოლია, რა დროსაც გეორგი თემას ცვლის. მამა გეორგს საბიზნესო საკითხებთან დაკავშირებით მოტყუებაში ადანაშაულებს, რის შემდეგაც ის ამბობს, რომ მეუღლის (გეორგის დედის) გარდაცვალება მას უფრო დიდ ხინჯად დააწვა, ვიდრე თავად გეორგს.

გეორგი დაჟინებით მოითხოვს, რომ მამამისი დროებით ლოგინში ჩააწვინოს. ამის გამო, გეორგის მამა აცხადებს, რომ გეორგს მისი სიკვდილი სურს. უფრო მეტიც, ის ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ მას, ოდესღაც, გეორგის რუსეთში მყოფ ეგობართან არათუ კონტაქტი ჰქონია, არამედ მას საკუთარ შვილადაც კი ასაღებდა. ის იუწყება, რომ წერილებსაც კი უგზავნიდა მას რუსეთში ყოფნისას, რა დროსაც, რეალურად, ის გეორგის წერილებს უკუაგდებდა, ხოლო გეორგის მამის წერილებს კითხულობდა. მამა შვილს საშინელ მდგომარეობაში აგდებს და ვარაუდობს, რომ გეორგი საკუთარ მეგობარს აიგნორებს მთელი ის პერიოდი, რაც ეს უკანასკნელი პეტერბურგში გაემგზავრა. მამა არ აფასებს გეორგის სიყვარულსა და მზრუნველობას და ამტკიცებს, რომ მას თავად შეუძლია საკუთარი ტავის მოვლა. გეორგი, მამის მკაცრი ბუნების შემხედვარე, კუთხეში მიყუჟდება.

მამა გეორგს ეგოისტობაში ადანაშაულებს, საბოლოოდ კი „დახრჩობით სიკვდილს“ მიუსჯის. გეორგი, დამცირებულ მდგომარეობაში მყოფი, ოთახიდან გარეთ გავარდება. ის თავისი სახლიდან გარბის იმ ხიდამდე, რომელსაც ნაწარმოების დასაწყისში, წერილის წერის დროს შეჰყურებდა, მის მოაჯირზე ტრიალდება და წყალში გადავარდნით თავს იკლავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Das Urteil. Eine Geschichte von Franz Kafka. In: Max Brod, Kurt Wolff (ed.): Arkadia. Ein Jahrbuch für Dichtkunst. Leipzig 1913 (first print)
  • Paul Raabe (ed.): Franz Kafka. Sämtliche Erzählungen. pocket book, S. Fischer Verlag, Frankfurt am Main/Hamburg 1970, ISBN 3-596-21078-X.
  • Roger Herms (ed.): Franz Kafka. Die Erzählungen. original version. S. Fischer Verlag, 1997, ISBN 3-596-13270-3.
  • Wolf Kittler, Hans-Gerd Koch, Gerhard Neumann (ed.): Franz Kafka: Drucke zu Lebzeiten. S. Fischer Verlag. 1996, S. 41–61.
  • Franz Kafka: Das Urteil. illustrations by Karel Hruška. Vitalis 2005, ISBN 3-89919-087-4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kafka, Franz (ed. Nahum N. Glatzer). The Complete Stories. New York: Schocken Books, 1995. ISBN 0-8052-1055-5
  • Brod, Max (1966). Über Franz Kafka (German). Hamburg: S. Fischer Verlag.