განათლების მუშაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„განათლების მუშაკი“ — ქართული ყოველკვირეული გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1928 წლის დეკემბრიდან 1931 წლის მარტამდე. სრულიად საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის ორგანო (1931 წლის იანვრიდან აგრეთვე საქართველოს მეცნიერების მუშაკთა სექციის ორგანო). 1932 წლიდან „განათლების მუშაკის“ ნაცვლად გამოდიოდა „კომუნისტური განათლება“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]