გალ მეკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გალ მეკელი

მეკელი დალას მავერიქსთან ერთად 2013 წლის ნოემბერში
№ 99 – გრისინ ბონ რეჯიო ემილია
გამთამაშებელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 4 მარტი, 1988 (1988-03-04) (32 წლის)
რამათ-ჰაშარონი, ისრაელი
ეროვნება ისრაელი
სიმაღლე 191 სმ სმ
წონა 87 კგ კგ
კარიერა
კოლეჯი ვიჩიტა
NBA-ის დრაფტი 2008 / Undrafted
პროფესიონალური კარიერა 2008–დღემდე
ლიგა LBA
კარიერის ისტორია
2008 - 2010 მაკაბი თელ ავივი
2008 - 2010 აპოელ გილბოა გაბილი
2010 - 2011 აპოელ გილბოა გაბილი
2011 - 2012 ბენეტონ ტრევისო
2012 - 2013 მაკაბი ჰაიფა
2013 - 2014 დალას მავერიქსი
2014 ტეხას ლეგენდსი
2014 ნიუ-ორლეან პელიკანსი
2015 ნიჟნი ნოვგოროდი
2015 ცვერნა ზვეზდა
2016 - 2017 მაკაბი თელ ავივი
2017 - 2018 ჰერბალაიფ სანქკ-პეტეკბურგი
2018 - 2019 ზენიტ სანქტ-პეტერბურგი
2019 - რეჯიო ემილია
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

გალ მეკელი (ებრ. גל מקל‎; დ. 4 მარტი, 1988, რამათ-ჰაშარონი, ისრაელი)[1] პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე ისრაელიდან. პოზიციით გამთამაშებელი. ამჟამად რეჯიო ემილიას მაისურით ასპარეზობს ლიგა ბასკეტ სერია A-ში (LBA).

2 წლის განმავლობაში საკოლეჯო კალათბურთს ვიჩიტაში თამაშობდა. შემდეგ იგი თამაშობდა ისრაელის სუპერლიგის კლუბებ მაკაბი თელ ავივიში, აპოელ გილბოა გალილსა და მაკაბი ჰაიფაში; აგრეთვე იტალიის სერია A ლიგის კლუბ ბენეტონ ტრევისოში. 2011 და 2013 წლებში იყო ისრაელის საკალათბურთო სუპერლიგის MVP.

2013 წელს ხელი მოაწერა დალას მავერიქსთან 3 წლიან მინიმალურ, გარანტირებულ კონტრაქტს; ამგვარად მეკელი გახდა მეორე მოთამაშე ისრაელიდან, რომელმაც NBA-ში ასპარეზობა მოახერხა; იგი აგრეთვე ფოლბს პოლონეთის პასპორტსაც.[2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეკელი დაიბადა 1988 წლის 4 მარტს რამათ-ჰაშარონში, ისრაელში, აროლ და არიელა მეკელების ოჯახში; იგი ებრაელია.[3][4] ჰყავს ოთხი ძმა და ორი და.[4] სწავლობდა თელ-ავივიში მდებარე ალიანს საშუალო სკოლაში.[5]

კალათბურთელის კარიერა დაიწყო აპოელ თელ-ავივის ახალგაზრდულ გუნდში. მცირე დროის შემდეგ, იგი გადავიდა რამათ ჰაშარონის ახალგაზრდულ გუნდში სადაც მან საკუთარი პლეიმეიკერის შესაძლებლობები აჩვენა. მისი შესაძლებლობები შეამჩია საკალათბურთო გუგანტმა კლუბმა, მაკაბი თელ-ავივიმ; 17 წლის ასაკში შეუერთდა აღნიშნულ კლუბს; მაკაბის ახალგაზრდულ კლუბთან ერთად მან 2005-2006 წლების ისრაელის ახალგაზრდული სუპერლიგა მოიგო.

კარიერა კოლეჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეკელი საკოლეჯო კალათბურთს ორი წლის განმავლობაში, ვიჩიტაში თამაშობდა.[4] მისი პირველი სეზონის (2006-2007) შუა ნაწილიდან, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. პირველი სეზონი საშუალოდ 13 წუთს თამაშობდა და ამ დროში 4 ქულას აგროვებდა.

2007-2008 წლების სეზონში მეკელმა საკუთარი სტატისტიკა გააუმჯობესა: საშუალოდ 30+ ნათამაშებ წუთში აგროვებდა 9.3 ქულასა და 3.7 შედეგიან გადაცემას. გაუმჯობესების მიუხედავად, სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკაბი თელ ავივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 28 მარტს გალ მეკელმა საკუთარი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა კლუბ მაკაბი თელ-ავივისთან (კლუბში უნდა ეთამაშა 2007-2008 წლების სეზონის განმავლობაში).[6]

აპოელ გილბოა გალილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-2009 წლების სეზონში მაკაბი თელ-ავივიმ გალ მეკელი იჯარით აპოელა გილბოა გალილში გაუშვა. გალილში იგი საშუალოდ 6.9 ქულასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მეკელმა ლიგის პლეიოფის მეოთხედფინალში აპოელ ჰოლონის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მან სეზონი ისრაელის სუპერლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოთი დაასრულა[7]

დაბრუნება მაკაბიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალილში ჩატარებული კარგი სეზონის გამო იგი მაკაბი თელ-ავივიში დაბრუნდა. მეკელი გუნდში დანიშნეს კლუბში ახალმოსული ძირითადი გამთამაშებლის, წინა სეზონის ისრაელის პრემიერლიგის MVP-ის, დორონ პერკინსის შემცვლელად.[8] მეკელმა მაკაბიში საკუთარ სადებიუტი შეხვედრაში, ირონი ნაჰარიას წინააღმდეგ 13 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა.[9] 2009 წლის დეკემბერში, თამაშებში მცირე დროის მიღების გამო, მეკელმა იჯარით გაშვება მოითხოვა.

დალას მავერიქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს ხელი მოაწერა დალას მავერიქსთან 3 წლიან მინიმალურ, გარანტირებულ კონტრაქტს; ამგვარად მეკელი გახდა მეორე მოთამაშე ისრაელიდან, რომელმაც NBA-ში ასპარეზობა მოახერხა.[10][11] ახალ გუნდთან ერთად მეკელმა 2013 წლის NBA-ის ზაფხულის ლიგაზე ითამაშა; საშუალოდ აგროვებდა 9.7 ქულასა და 5.0 შედგიან გადაცემას.[12]

გალ მეკელის დებიუტი რეგულარულ სეზონში შედგა 2013 წლის 30 ოქტომბერს, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ანგარიშით 118-109 მოგებულ შეხვედრაში; აღნიშნულ მატჩში მან 2 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა.[13] 1 ნოემბერს, ისტორიაში პირველად, NBA-ში ერთმანეთს ორი ისრაელის მოთამაშე დაუპირისპირდა (იგულისხმება როკეტსში მოთამაშე ომრი კასპი). ომრი კასპი და გალ მეკელი თანაგუნდელები იყვნენ ისრაელის 16-წლამდელთა, 18-წლამდელთა, 20-წლამდელთ ნაკრებებსა და მაკაბი თელ-ავივის ახაგაზრდულ გუნდში.[14][15] აღნიშნულ შეხვედრაში ჰიუსტონ როკეტსმა დალას მავერიკსი ანგარიშით 113-105 დაამარცხა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gal Mekel NBA & ABA Stats
  2. ShamSports | Mavericks to sign Gal Mekel to three year guaranteed deal. ციტირების თარიღი: 2018-10-09
  3. Ramati, Stan (September–October 2013). "Israeli Sports". Jewish Sports Review 9 (99): 9.
  4. 4.0 4.1 4.2 #1 Gal Mekel. GoShockers.com. ციტირების თარიღი: November 9, 2013.
  5. Oliver, Ron. Gal Mekel National and High School Stats, Dallas Mavericks. Basketball.realgm.com. ციტირების თარიღი: November 9, 2013.
  6. Maccabi inks guard prospect Mekel. Euroleague.net (March 28, 2008). ციტირების თარიღი: September 14, 2013.
  7. The 2008/09 BSL Season Awards. Basket.co.il (May 16, 2009). ციტირების თარიღი: September 14, 2013.
  8. Maccabi puts Perkins, Mekel at point. Euroleague.net (August 30, 2009). ციტირების თარიღი: September 14, 2013.
  9. BOX SCORE: Maccabi T-A Vs Nahariya – Winner League. Basket.co.il. ციტირების თარიღი: September 14, 2013.
  10. Mavs sign Israeli League MVP guard Mekel. NBA.com (July 11, 2013). ციტირების თარიღი: September 14, 2013.
  11. Dollars and Sense: Gal Mekel. ESPN.com (September 6, 2013). ციტირების თარიღი: September 15, 2013.
  12. 2013 Summer League Statistics. NBA.com. ციტირების თარიღი: September 14, 2013.
  13. Notebook: Mavericks 118, Hawks 109. Nba.com. ციტირების თარიღი: November 9, 2013.
  14. Zeevi, Elad. (November 2, 2013) Casspi and Mekel both shine in first-ever Israeli NBA face-off. Haaretz. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 5, 2013. ციტირების თარიღი: September 30, 2015.
  15. Ultimate Rockets » Historic meeting for Gal Mekel and Omri Casspi. chron.com (November 1, 2013). ციტირების თარიღი: November 9, 2013.