გალავნის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გალავნის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია რიყის ქვით აგებული დარბაზული ნაგებობაა, არქიტრავული კარი სამხრეთიდან აქვს დატანებული. ინტერიერში, საკურთხეველი დანარჩენი დარბაზისგან მოხატული კანკელითაა გამოყოფილი, რომლის რიტმსაც, თავის მხრივ სამი თაღი და ორი ნიში ქმნის. აღმოსავლეთით, აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვა ზომის თითო ნიშია დატანებული. ასეთივე, თაღოვანი სარკმლებია სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. ეკლესიის კამარის თაღი თაროსებრ, სადა იმპოსტებზე გადმოდის. კონქი კუთხეებში ეყრდნობა კაპიტელებს. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, ქვის წყობაში ჩართულია აგურის ჯვრის გამოსახულებები. ლავგარდანიც აგურისაა. მოცულობა გადახურულია კრამიტით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29920