გაიუს ოქტავიუსი (ტრიბუნი ძვ. წ. 216)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიუს ოქტავიუსი (ლათ. Gaius Octavius) — რომის არმიის ოფიცერი, რომელიც ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი იყო მხედარ გაიუს ოქტავიუსის შვილი და კვესტორ გნეუს ოქტავიუს რუფუსის შვილიშვილი, აგრეთვე, ველეტრის მაგისტრატის, გაიუს ოქტავიუსის მამა, პრეტორ გაიუს ოქტავიუსის პაპა და რომის იმპერატორის, ავგუსტუსის (ზეობდა ძვ. წ. 27 - ახ. წ. 14) დიდი პაპა. როდესაც მარკუს ანტონიუსმა ავგუსტუსის აბუჩად აგდება სცადა, განაცხადა, რომ ოქტავიუსი აზატი და თოკების მკეთებელი იყო თურიდან.[1][2]

მეორე პუნიკური ომის მსვლელობისას, ოქტავიუსი სამხედრო ტრიბუნად მსახურობდა და მონაწილეობა მიიღო კანეს ბრძოლაში. იგი ერთ-ერთი იყო მცირეოდენ გადარჩენილთაგან. როდესაც კართაგენელები რომაელთა ბანაკისაკენ გაემართნენ, ოქტავიუსმა და თავისმა კოლეგამ, ტრიბუნმა პუბლიუს სემპრონიუს ტუდიტანუსმა, მოახერხეს მტრის გავლით გზის გაკაფვა და უსაფრთხოდ ჩავიდნენ კანუზიუმში. ძვ. წ. 205 წელს იგი სიცილიაში მსახურობდა პრეტორ ლუციუს ემილიუს პაპუსის ხელმძღვანელობით, თუმცა უცნობია მიიღო თუ არა მონაწილეობა რომელიმე სხვა ექსპედიციაში.[1][2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Smith 1870, p. 9
  2. 2.0 2.1 Suetonius 121, 2.2