გაიუს ნორბანუს ფლაკუსი (კონსული ძვ. წ. 24)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიუს ნორბანუს ფლაკუსი (ლათ. Gaius Norbanus Flaccus) — ძველი რომის სენატორი და კონსული ძვ. წ. 24 წელს.

ფლაკუსი გაიუს ნორბანუს ფლაკუსის ვაჟი იყო, რომელსაც ძვ. წ. 38 წელს კონსულის თანამდებობა ეკავა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ავგუსტუსთან, რაც ახალგაზრდა ფლაკუსმაც შეინარჩუნა. ძვ. წ. 24 წელს იგი ავგუსტუსთან ერთად კონსულად აირჩიეს. ძვ. წ. 18/17 ან 17/16 წლებში მან აზიის მმართველობა მიიღო. ფლაკუსი, აგრეთვე, ქურუმთა თხუთმეტკაციანი კოლეგიის (Quindecimviri sacris faciundis) წევრიც იყო.[1]

ფლაკუსი დაქორწინებული იყო კორნელია ბალბაზე, ლუციუს კორნელიუს ბალბუს უმცროსის ასულზე. წყვილს, სულ მცირე, სამი შვილი ჰყავდა: გაიუს ნორბანუს ფლაკუსი (კონსული 15 წელს), ლუციუს ნორბანუს ბალბუსი (კონსული 19 წელს) და ქალიშვილი, ნორბანა კლარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Prosopographia Imperii Romani N 167

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Syme, Ronald, "The Augustan Aristocracy" (1986). Clarendon Press, გვ. 33. Retrieved 2012-09-21  – via Questia (ფასიანი რეგისტრაცია)
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ოქტავიანე ავგუსტუსი და მარკუს იუნიუს სილანუსი
რომის იმპერიის კონსული
ოქტავიანე ავგუსტუსთან ერთად
ძვ. წ. 24
შემდეგი:
ოქტავიანე ავგუსტუსი და გნეუს კალპურნიუს პიზონი