გაიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიუსი

გაიუსი (დ. დაახლ ქრ. შობის 117/138 გ. დაახლ 180/192 წ.წ) — ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რომაელი იურისტი. გაიუსის ბიოგრაფიული ცნობები და ნამდვილი სახელი უცნობია, როგორც მისი ნამდვილი სახელი. მის კალამს ეკუთვნის: კერძო სამართლის კლასიკური სახელმძღვანელო "Institutiones" პროვინციალე (32 წიგნად ანტონიუს პიუსის მართველობის დროს) და გამოკვლევა Ad Q. Mucium, რომლების ციტირებულია იუსტინიანეს დიგესტებში. საინტერესოა გაიუსის "ინსტიტუციების" - "Institutionum iuris civilis commentarii" ბედი: შუა საუკუნეებში მათი დიდი ნაწილი დაიკარგა; XIX საუკუნემდე ამ ნაშრომთა მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია; სხვა ნაშრომებში კი ინსტიტუციების შესახებ შემონახულია ცნობები ან მათი გადამუშავებული ვარიანტია. კერძოდ, გაიუსის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბოეციუსი, ხოლო გაიუსის ეპისტოლე ალარიხის ბრევირიაშია შესული. 1816 წელს ვერონის ბიბლიოთეკაში გერმანელმა ისტორიკოსმა ბერტოლდ გეორგ ნიბურმა წმ. იერონიმეს წერილებთან ერთად პალიმფსესტში გაიუსის სრული ხელნაწერი აღმოაჩინა. შემდეგ მანუსკრიპტის ატრიბუტი ცნობილმა გერმანელმა ცივილისტმა, სამართლის ისტორიული სკოლის ფუძემდებელმა ფრიდრიჰ კარლ ფონ სავინიმ ითავა. რესტავრაციის პროცესში სხვადასხვა ცდას ჩატარების შედეგად, ინსტიტუციების ხელნაწერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რამაც ხელი შეუშალა ინსტიტუციების გამოცემას, 1934 წელს, ძველეგვიპტურ პაპირუსებში აღმოჩენილი ინსტიტუციების, ახალი ნაწყვეტების მეშვეობით მოხერხდა ტექსტში არსებულ ხარვეზთა აღმოფხვრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]