გაიბოტენის ნიშთანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიბოტენის ნიშთანა — ქვის ჯვარი, საკულტო ძეგლი. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, კლდეზე, ბაზალტის დიდ ოთხკუთხა ლოდზე. ითვლება ზვავისგან დამცველ ხატად. ჯვრის წინა მხარეს, შუაში, ამოკვეთილია პატარა ჯვარი, უკანა მხარეს — ადამიანის გამოსახულება. ადგილობრივი მკვიდრნი ხატს ევედრებოდნენ სოფლის დაცვას ზვავისგან. დღეობა იმართებოდა ზამთარში, ხუთშაბათ დღეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]