გაზეთის სტატიების მატიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„გაზეთის სტატიების მატიანე“ — ორკვირეული ბიბლიოგრაფიული ჟურნალი, რომელსაც 1934 წლიდან გამოსცემდა საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა (1938 წლამდე გამოდიოდა „გაზეთის მატიანის“ სახელწოდებით). აღნუსხვას ქართულ და რუსულ ენებზე არსებულ რესპუბლიკურ, საოლქო, საქალაქო და სარაიონო, აგრეთვე საუწყებო და ძირეულ გაზეთებში დაბეჭდილს სტატიებს, დოკუმენტურ მასალას, ნარკვევებსა და მხატვრულ ნაწარმოებებს. „გაზეთის სტატიების მატიანეში“ მასალა განლაგებულია სათანადოდ დადგენილი საკლასიფიკაციო სქემის მიხედვით. გარდა იმისა, რომ ჟურნალი ინფორმაციას აწვდის მკითხველს, იგი ეხმარება მას საგაზეთო მასალების თემატურ შერჩევაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]