გავალის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გავალის საცხოვრებელი სახლი
რუს. Жилой дом Гавала
ЖД МГ Гавала к 19 в - Пушкинская,93 DSCN0212.JPG
კოორდინატები 47°13′30″N 39°42′44″E / 47.224883° ჩ. გ. 39.712244° ა. გ. / 47.224883; 39.712244
მდებარეობა დონის როსტოვი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის ბოლო
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6130164000

გავალის საცხოვრებელი სახლი (რუს. Жилой дом Гавала) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი 93). საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს[1]. საცხოვრებელ სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავალის საცხოვრებელი სახლის პირველი მფლობელი იყო რუსეთის საფონდო ბირჟის საზოგადოების წევრი ნიკოლაი გავალა, რომელიც წარმოშობით იყო ბერძენი. 1913 წლის დოკუმენტების მიხედვით სახლის მფლობელი იყო მარია გავალა, რომელიც სავარაუდოდ მისი ცოლი უნდა ყოფილიყო. სამოქალაქო ომის პერიოდში გავალების ოჯახი როსტოვიდან წავიდა.

1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონლიზაცია და მასსი განათავსეს კომუნალური ბინები. მოგვიანებით გავალას საცხოვრებელი სახლი რამდენიმეჯერ გაარემონტეს[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს პუშკინის ქუჩის წითელ ხაზში. ისევე როგორც, XIX საუკუნის სხვა საცხოვრებელი სახლები, მისი არქიტექტურა აერთიანებს სხვადასხვა გასხვავებულ არქიტექტურულ სტილს. თითოეულ ნაპირზე ორსვეტიანი თაღია. ერთ-ერთში მთავარი შესავლელია, მეორეში კი ეზოში გასასვლელი. ეზოში შესასვლელი კარის გისოსის თავზე ამოკვეთილია რუსული ასოები, მფლობელის ინიციალები „Н“ და „Г“. მთავარი შესასვლელის თავზე თავდაპირველად იყო ორი მცირე ჭედური გისოსი ვენზელით. ამჯამად შემორჩენილია ერთ-ერთი მათგანი. პირველი სართულის კედლები რუსტიკებითაა გაფორმებული. ფანჯრის ღიობები გაფორმებულია დეკორირებული განსხვავებული თამასებით. მეორე სართულზე შესასვლელების თავზე სამი ვიწრო ფანჯარაა. ცენტრალურ ნაწილში კი ორ-ორი წყვილი ფანჯარაა. ფასადი სრულდება პარაპეტით და დეკორირებული კრონშტეინებით. მანსარდა ძლიერ გადაკეთებულია[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Волошинова Л. Ф. Пушкинская улица. — Ростов-на-Дону: «Донской издательский дом», 2000. — С. 29—32. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87688-250-X.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. წაკითხვის თარიღი: 2013-09-23.