გავაზის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გავაზის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით, კირის ხსნარზე. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კედლების დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი ღრმა აფსიდია, რომლის ღერზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ჩრდილოეთით ორი ოთხკუთხა, სამხრეთით კი ერთი თაღოვანი ნიშაა მოწყობილი, აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ოდნავ შეისრულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]