გავაზის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გავაზის კოშკი.

გავაზის პირველი ოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, გულოშვილის ეზოში. მიეკუთვნება გვიანელ შუა საუკუნეებს.

კოშკი გეგმით სწორკუთხაა, შემორჩენილია სართულნახევრის სიმაღლეზე. შენობის პირველი სართულის კედლები ნაგებია მცირე ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. კედლების ზედა ნაწილებიც რიყის ქვისაა, რომლებიც დაწყობილია, თარაზულ რიგებად. შესასვლელი პირველ სართულზეა. სამხრეთიდან სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. სართულშუა გადახურვა გამართული ყოფილა ხის ძელებზე. შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]