გავაზის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გავაზის კოშკი.

გავაზის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, იმედიანთ უბანში. მიეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი თავდაცვითია, გეგმით კვარდატი. ნაგებია რიყის ქვით კირის ხსნარზე. შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე, ჩაქცეულია სართულშუა გადახურვები-შემორჩენილია კოჭების ბუდეები. პირველი სართული ამოვსებულია მიწით. მეორე სართულზე, ჩრდილოეთ კედლის შუაში, შესასვლელის კვალია. აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია გეგმით ნახევარწრიული ბუხარი, რომლის ორივე მხარეს ორმაგი სათოფურებია გაჭრილი. სართულის დანარჩენ კედლებში ორ-ორი სათოფურია. სათოფურები კოშკის დანარჩენ სართულებზეცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]