გავაზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გავაზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სასაფლაოზე შემორჩენილია მოგრძო პროპორციების მქონე დარბაზული ეკლესია. ძეგლი დანგრეულია და დაფარულია ხშირი ბუჩქნარით, რის გამოც მისი აზომვა ვერ მოხერხდა. სამშენებლო მასალად გამოყენებული იყო ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის ქვა. აქვეა შირიმის რამდენიმე კვადრი და ბალავრის ქვა. ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან უნდა ჰქონოდა. აღმოსავლეთ ფრონტონზე შემორჩენილია შირიმის ქვის კარნიზის მცირე ნაწილი. ეკლესია შიგნით და გარეთ გალესილი ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 32