გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 138

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Small Flag of the United Nations ZP.svg
გაეროს უს
რეზოლუცია 138
Adolf Eichmann takes notes during his trial USHMM 65268.jpg
ადოლფ აიხმანი სასამართლის წინაშე
თარიღი 23 ივნისი 1960
სხდომა № 868
კოდი S/RES/138 (დოკუმენტი)
თემა ადოლფ აიხმანის საქმე
კენჭისყრა
მომხრე: 8
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 138 მიიღეს 1960 წლის 23 ივნისს. არგენტინის საჩივრის გამო ისრაელის შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო აიხმანის გატაცებასთან. არგენტინის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს იყო მათი ქვეყნის სუვერენიტეტის ძლიერი დარღვევა. საბჭომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებები, თუ იგი განმეორდება, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და მოითხოვა, რომ ისრაელის გადაეხადა შესაბამისი კომპენსაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ისრაელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული საკითხი სცილდება უშიშროების საბჭოს კომპენტენციას და უნდა გადაწყდეს ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად.

რეზოლუცია მიიღეს 8 ხმით. საბჭოთა კავშირმა და პოლონეთის სახალხო რესპუბლიკამ თავი შეიკავეს. არგენტინის წარმომადგენელი კენჭისყრას ესწრებოდა, როგორც საბჭოს წევრი, მაგრამ არ იღებდა მასში მონაწილეობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]