შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ გაგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაგუა, ვლადიმერ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაგუა.

ვლადიმერ ვლადიმერის ძე გაგუა (დ. 1 მარტი, 1927, სოფელი კოტიანეთი, სენაკის რაიონი — გ. 1982) — ქართველი პედაგოგი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1975), პედაგოგიურ მეცნიერებათა ნამდვილი წევრი (1995), ამავე აკადემიის ვიცე პრეზიდენტი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1985).

1951 წელს დაამთავრა თბილისის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოფიური განხრით. 1951–1954 წლებში მუშაობდა თბილისის ქალტა 35-ე საშუალო სკოლაში ფსიქოლოგიისა და ლოგიკის მასწავლებლად. 1954 წლიდან ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტია, 1957–1959 წლებში — ჟურნალი „სკოლა და ცხოვრების“ პედაგოგიური განყოფილების გამგე. 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტტში პედაგოგიური კათედრის დოცენტად, პროფესორად, კათედრის გამგედ, 1988–1991 წლებში — ინსტიტუტის რექტორად. 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის დიდაქტიკის ლაბორატორიას. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის მედლით (1990).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]