გაბრიელ ოჩოპენტრეს ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაბრიელ ოჩოპენტრეს ძეX საუკუნის II ნახევრის ქართველი სამხედრო მოღვაწე, დავით III დიდის (კურაპალატის) სარდალი. მეთაურობდა 998 წელს ტაოს ასაოხრებლად წამოსულ ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული ლაშქრის წინააღმდეგ გაგზავნილ ტაოელთა მხედრობას. მოხსენიებული ჰყავს XI საუკუნის სომეხ ისტორიკოს ასოლიკს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]