გაბარაანთკარის კოშკის ნანგრევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბარაანთკარის კოშკის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. გაბარაანთკარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გზის პირას, ხეობის თავზე შემორჩენილია კოშკის ნანგრევი. ძეგლი ნაგები იყო ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვით. წყობა მშრალია. კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია: ჩრდილოეთი კედელი, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილი. ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე ფასადზე ოდნავ მომრგვალებულია. კოშკს დასავლეთიდან მინაშენი ჰქონდა. შემორჩენილია მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი კედელი. მინაშენის ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია. დასავლეთით იკითხება შესასვლელის კვალი. კოშკის დანარჩენი კედლები განადგურებულია. მიწის დონე ძლიერ აწეულია. ტერიტორიაზე მიმოფანტულია ჩამონაშალი ქვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 42