ბუშეტის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუშეტის ღვთისმშობლის ეკლესი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ ბუშეტის სამხრეთით, 2 კილომეტრზე. იგი თარიღდება XVI საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (5,4x4 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით, კირის სქელ დულაბზე. ერთა დერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. იგი გარედან დადაბლებული თაღითაა გადახურული, შიგნიდან კი სწორკუთხაა. თაღი თხელი, მოგრძო ნატეხი ქვითაა გამოყვანილი. ეკლესიის იატაკის დონე, მიწის დონესთან შედარებით, დაახლოებით 0,7 მეტრით დაბლაა, რის გამოც შესასვლელის წინ მოწყობილია კედელშემოვლებული, პატარა ბაქანი, რომელსაც წინა მხარე მომრგვალებული აქვს. ეკლესიის დარბაზი გეგმით თითქით კვადრატულია, შემაღლებული პროპორციებით. აღმოსავლეთით მას ერთვის ნახევარწრიული აფსიდი, რომლის რომლის ცენტრშიც სწორკუთხა, პარალელურწირთხლებიანი, დაბალი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთთ მოწყობილია თითო, ოთხკუთხა ნიშა. მსგავსი ერთი ნიშა ჩრდილოეთ კედელშიცაა. აფსიდის კედელზე, სარკმლის ქვემოთ, მიდგმულია კუბური ფორმის ტრაპეზი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდს გასდევს ჩამოსაჯდომი საფეხური. დარბაზი გადახურულია ტლანქად სხმული, დადაბლებული პროპორციების კამარით.

ეკლესიის თავდაპირველი ლავგარდანი არ შემორჩა. 2000-იანი წლების დასაწყისში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს, იგი აგურით განუახლებით, კედლები შიგნიდან და გარედან მოუბათქაშებიათ, იატაკზე დაუგიათ კვადრატული აგური და შენოა ლარისებრი კრამიტით გადაუხურავთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]