ბუტე (არგონავტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუტე (მრავალმნიშვნელოვანი).

ბუტე — ათენელი, არგონავტი, ტელეონტის ძე. როდესაც უკუქცეული არგონავტები სირინოზების კუნძულს მიუახლოვდნენ, სიმღერით მოხიბლულმა ბუტემ ზღვაში გადახტომა მოასწრო, მაგრამ აფროდიტემ ის დახრჩობას გადაარჩინა, იტალიაში ჩაიყვანა და ლილიბეის კონცხზე დასვა, მისი სილამაზით მოიხიბლა და შეიყვარა კიდეც. ამ სიყვარულის ნაყოფი იყო გმირი ერიქსი. როგორც აფროდიტეს შვილს, პოეტები მას ენეასის ძმას ეძახდნენ, თუმცა ენეასი ქალღმერთს ანქიზესგან ჰყავდა. ზოგი მხოლოდ სიცილიის მეფედ თვლის. უფრო სარწმუნოა, რომ სიცილიელი ბუტე – იგივე ათენელი არგონავტია, იქაური ბერძნების მიერ თავისებურად წარმოდგენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 108, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983