ბუორ-ხაია (უბე)
იერსახე
| ბუორ-ხაია | |
|---|---|
| რუს. Буор-Хая | |
|
დაბა ტიქსი ყურის ნაპირზე | |
| კოორდინატები | 71°35′ ჩ. გ. 130°48′ ა. გ. / 71.583° ჩ. გ. 130.800° ა. გ. |
| აუზი | ლაპტევების ზღვა (ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე) |
| ქვეყნები |
|
| ტიპი | უბე |
| მაქსიმალური სიღრმე | 18 მ |
| სიგრძე | 120 კმ |
| სიგანე | 110 კმ |
| მარილიანობა | 5 ‰ |
ბუორ-ხაია,[1] ბორხაია[1] (რუს. Буор-Хая) — ყურე (უბე) ლაპტევების ზღვაში, მდინარე ლენის დელტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. სიგრძე 120 კმ, სიგანე შესასვლელში 110 კმ, მაქსიმალური სიღრმე 18 მ. წლის უმეტეს ნაწილში ყინულითაა დაფარული. ზედაპირზე წყლის ტემპერატურა ზაფხულში ჩვეულებრივ 7–9°С-ია; მარილიანობა დაახლ. 5‰. მოქცევები ნახევარდღეღამურია, მათი სიდიდე 0,3 მეტრს შეადგენს. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს პორტი ტიქსი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 41.
- ↑ Буор-Хая губа // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971.