ბუნების საავტორო უფლებების დაცვის კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბუნების საავტორო უფლებების დაცვის კომიტეტი (რუს. Комитет по охране авторских прав природы, КОАПП) — რადიოსპექტაკლებისა და თოჯინური ანიმაციური ფილმების სერია. ეფუძნება მაილენ კონსტანტინოვსკის სცენარებს, რომლებიც ბავშვებს სახუმარო ფორმაში აცნობენ ბიონიკის პრობლემებს.

ანიმაციური ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი ერთ-ერთი სერიიდან - მაიმუნი, ლეოპარდი და ვეშაპი, ფილმების სერიის მთავარი პერსონაჟები.
  • „შავი კურდღელი“ (1984), რეჟ. მარია მუატი
  • „რა მოესმა მედუზას“ (1984), რეჟ. მარია მუატი
  • „სხვადასხვა თვალებით“ (1985), რეჟ. მარია მუატი
  • „მძინარე სამეფო“ (1985), რეჟ. ნ. ლერნერი
  • „როდესაც პატარა ვიყავი“ (1985), რეჟ. ა. სოლოვიოვი
  • „აბაზანის დღე“ (1986), რეჟ. ი. ვორობიოვა
  • „ყველაზე სასწრაფო დახმარება“ (1986), რეჟ. მარია მუატი
  • „მწვანე კუნძულის საიდუმლო“ (1986), რეჟ. ა. ზიაბლიკოვა
  • „ყველგან ცხოვრებაა“ (1987), რეჟ. მარია მუატი
  • „სახლი მაჩვისთვის“ (1987), რეჟ. ა. სოლოვიოვი
  • „მოსახლეობის აღწერა“ (1987), რეჟ. მარია მუატი
  • „გარბენა“ (1987), რეჟ. ი. ვორობიოვა
  • „AB OVO — ნიშნავს კვერცხისგან“ (1988), რეჟ. ლ. სურიკოვა, მარია მუატი
  • „საშინელება ამაზონზე“ (1988), რეჟ. მ. ნოვოგრუდსკაია
  • „ვერნისაჟის ქურდობა“ (1987), რეჟ. მ. ნოვოგრუდსკაია
  • „SOS КОАПП-ს!“ (1989), რეჟ. ა. სოლოვიოვი
  • „სიმბიოზი“ (1990), რეჟ. ა. სოლოვიოვი
  • „იდუმალი კა…“ (1990), რეჟ. ა. სოლოვიოვი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]