ბულავინის აჯანყება — 1707-1708 წლებში დონის კაზაკებისიმპერიალური რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. აჯანყებას დონის კაზაკების აჩეული ატამანი კონდრატი ბულავინი მეთაურობდა. მიზეზი პეტრე I-ის მთავრობასა და კაზაკებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა იყო. საბრძოლო მოქმედებები პრინც იური დოლგორუკოვის მკვლელობას მოყვა, რომელიც დონის რეგიონში სადამსჯელო ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო. აჯანყების დასასრულად მიიჩნევა 1708 წელს ბულავინის სიკვდილი.